დიმიტრი შაშკინი:,,რატომ გვყავს უსაფრთხოების სამსახური?! ლუჟკოვის ვიზიტი ცინიზმის აპოთეოზია“
პოზიცია - 20:15, 08 May, 2017     5510

საქართველოში მყოფი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების გატარების მოთხოვნით, სპეციალური პეტიცია შეიქმნა.

ექსპერტები, ოპოზიცია და ხელისუფლების ერთი ნაწილი თანხმდება, რომ რუსი პოლიტიკოსის მიერ კანონის დარღვევის პირველივე წუთებიდან შესაბამის უწყებებს კანონშესაბამისი მოქმედებები უნდა განეხორცილებინათ, რადგან ეს უკანასკნელი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რამდენჯერმე ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული.

ქართველი პოლიტიკოსების, ანალიტიკოსებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ვიზიტთან ერთად, ყველაზე გამაღიზიანებელი ლუჟკოვის მიერ, საქართველოში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები აღმოჩნდა: "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს".

რა მიზანს ემსახურება და რატომ მისცეს რუს პოლიტიკოსს საქართველოს ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემოსვლის უფლება?! ეკლესიიდან, ეკლესიაში სასიარულოდ და სალოცავად ჩამოვიდა მოსკოვის ყოფილი მერი ჩვენს ქვეყანაში, თუ ეს რუსეთის მხრიდან „რუსი მგლების“ არ შემოშვებაზე ერთგვარი „ცინიკური“ პასუხია?! რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს ასეთ დროს და რატომ არ იმოქმედეს ძალოვანებმა შესაბამისად; ამის გარკვევას “ნიუპოსტი“ დღის განმავლობაში სხვადასხვა რესპონდენტთან ცდილობს. ჩვენს კითხვებს ამ საკითხზე, ამჯერად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პასუხობს.

- მოსკოვის ყოფილი მერი 4 დღეა საქართველოში ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე იმყოფება, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაა. როგორ აფასებთ რუსი დიპლომატის ვიზიტს და რაც მთავარია, როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას?

- ეს არის კიდევ ერთი წვეთი იმ ფიალაში, რომელიც საქართველოში ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკის გამო ივსება. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გვითხრეს, რომ საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის მეგობარ ბაიკერებს არ შემოუშვებდნენ, ვნახეთ როგორ გადაადგილდებიან ისინი ჩვენს ტერიტორიაზე, მეტიც ზოგ შემთხვევაში მათ პატრულიც კი იცავს. დღეს კი ვიგებთ, რომ საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა რუსი პოლიტიკოსი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი უხეშად დაარღვია. განცხადებები კი, რომლის მიხედვითაც მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა, ეს ზღაპრებია, რომელსაც პატარებს ძილის წინ უყვებიან. რატომ გვყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?! რისთვის იღებენ გასამრჯელოს თუ მხოლოდ ბეჭდის არსებობა, არარსებობის შემთხვევაში ვავლენთ კანონდარღვევას? ყველამ კარგად იცის ვინ არის სერგეი ლუჟკოვი - იმდენად კორუმპირებული მაღალჩინოსანი იყო, რომ კორუმპირებულ რეჟიმთანაც ვერ მოძოვა და იძულებული იყო ლონდონში გაქცეულოყო. მაგალითად, მე როცა შემოვდივარ საზღვარზე, ქართველი მესაზღვრეები უკანონოდ მაჩერებენ, იმიტომ რომ გაურკვეველ სიაში ვარ. როგორც ჩანს ლუჟკოვი ამ ხელისუფლებისთვის ბევრად მისაღები ფიგურაა.

- როგორც ცნობილია, ის ასლან აბაშიძესთან მეგობრობს და აჭარის რევოლუციის დროს, მაშინდელ ხელისუფლებას ემუქრებოდა კიდეც...

- დიახ, მაშინ ლუჟკოვი ძალის გამოყენებით ემუქრებოდა საქართველოს. მისი მესიჯი იყო, რომ თავი დაენებებინათ მისი მეგობრისთვის. მას შემდეგ კი, რაც აბაშიძე გაიქცა, სწორედ ლუჟკოვი იყო ის პირი, ვინც ასლანი შეიფარა და მოსკოვში ერთ-ერთი დიდი "კანფეტების" ქარხნის დირექტორად დანიშნა.

- საქართველოში კანონდარღვევით შემოსული მოსკოვის ყოფილი მერი პოლიტიკურ განცხადებებს არ ერიდება და აცხადებს, რომ "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს"...

- ამაზრზენია, როცა ეს ადამიანი, საქართველოში, ქართულ მიწაზე, ქართველებს ასწავლის თუ როგორ უნდა მოიქცნენ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებით. ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - თუ ომის ან ღირსების დაკარგვის წინაშე დგახარ და შენ აირჩევ ღირსების დაკარგვას, ომსაც მიიღებ და ღირსებასაც მალე დაგაკარგინებენ. ეს პერიფრაზი ზუსტად შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა. წინა ხელისუფლების პერიოდში ჩვენ მსოფლიო რადარებზე ვიყავით, ყველამ იცოდა, რომ რუსეთთან დაპირისპირებულები ვიყავით, რადგან კრემლს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. დღეს კი ცხინვალში "პრაპორშიკები" და აფხაზეთში "ეფრეიტორები" წყვეტენ იმას, თუ სად უნდა იყოს საქართველოს საზღვარი.

- დანაშაულთან ერთად, ლუჟკოვის ვიზიტი პოლიტიკური მხარეც განვიხილოთ, რა მესიჯს ატარებს რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში?

- ლუჟკოვის ვიზიტი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ამცირებს რუსეთი საქართველოს. საერთო ჯამში კი ეს ქართული ოცნების 5 წლიანი პოლიტიკის შედეგია. სამწუხაროდ რუსეთი საქართველოს როგორც სახელმწიფოს არ აღიქვამს.

- როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს რეაქცია?

​- ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბაქოში ყარაბაღში ნამყოფი პირი ჩავიდეს და აზერბაიჯანელებს უთხრას, თუ როგორ უნდა მოაგვარონ და დათმონ ეს რეგიონი, რომ აზერბაიჯანმა გაცილებით კარგად იცხოვროს. ამის შანსი ხომ ნულის ტოლია. რამდენიმე თვის წინ, აზერბაიჯანმა ბელორუსიიდან, რუსეთის მოქალაქე ბაქოში"ჩამოათრია", იმიტომ, რომ ეს ადამიანი ბლოგში წერდა რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს არ ეკუთვნის. საქართველოსთან პარალელი რომ გავავლოთ, ლუჟკოვი არაფრით განსხვავდება იმ ბლოგერისგან. განსხვავება იმაშია, რომ აზერბაიჯანი სახელმწიფოებრივად მოიქცა. ჩვენთან კი ცინიზმის აპოთეოზია, როცა ჩვენი ბედი ლუჟკოვის გადასაწყვეტია.

ვინ არის იური ლუჟკოვი და როგორ პასუხობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მის ვიზიტებს არაღიარებულ რეგიონებში?

იური ლუჟკოვს მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის მანძილზე ეკავა. მის სახელთან კორუფციული გარიგებებია დაკავშირებული, ამ მოტივით ის 2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა.

იური ლუჟკოვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში თბილისთან შეუთანხმებელი ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია 2006-2009 წლებშიც გავრცელდა. 2006 წლის 20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს , რომელსაც მოსკოვის მერის ქმედების გამო საპროტესტო ნოტაც გადაეცა. მწვავე იყო საგარეო უწყების რეაქცია 2009 წელს, როცა ლუჟკოვის სოხუმში ჩავიდა და ოკუპირებულ რეგიონში ოფიციაალური შეხვედა გამართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42