Galaxy S8/S8+ ოფიციალური გაყიდვები დაიწყო!
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:45, 08 May, 2017     2189

Galaxy S8/S8+ ოფიციალური გაყიდვები დაიწყო! თუ წინასწარი შეკვეთა არ გაგიკეთებიათ და Samsung-ის ახალი სმარტფონები Galaxy S8/S8+ ჯერ არ აღმოგიჩენიათ, კომპანია ახალი მოდელების ფართომასშტაბიან გაყიდვებს საქართველოში 8 მაისიდან იწყებს და მოემზადეთ!

Samsung-მა Galaxy S8 სერიის ახალი სმარტფონები უსაზღვრო ეკრანით დაამშვენა. „უსაზღვრო“ მიმზიდველად კი ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში რა არის?

სინამდვილეში ამ ორი სმარტფონის ეკრანის დიზაინი გლუვი, უწყვეტი ზედაპირია, ღილაკებისა და მკაცრი კუთხეების გარეშე. ამას დაამატეთ ეკრანის ყველაზე მაღალი თანაფარდობა კორპუსთან (Galaxy S8 - 83.6%, Galaxy S8+ - 84%) და ხელში, ფაქტობრივად, თითქმის უჩარჩოო სმარტფონ-ეკრანი შეგრჩებათ.

სმარტფონების კორპუსებზე ფიზიკური Home ღილაკი სენსორულმა ჩაანაცვლა, შესაბამისად, აღარაფერი შეგიშლით ხელს გამოსახულების სრულად აღქმაში.

S8 ხაზის სმარტფონებს ინოვაციური ეკრანის ფორმატი აქვთ - 18,5:9. დღეს არსებული სმარტფონების უმრავლესობის ფორმატია 16:9, რაც უკვე ძველმოდულად ითვლება, რადგან ახალი, მაღალხარისხიანი ვიდეოები და ფილმები უკვე 19:8 ფორმატით გამოდის. შესაბამისად, სხვა სმარტფონებისგან განსხვავებით, Galaxy-ს ახალ მოდელებზე ულტრა მაღალი ხარისხის ვიდეოებს მთლიან ეკრანზე შეგიძლიათ უყუროთ, ყველანაირი შავი ჩარჩოს გარეშე.

Galaxy S8|S8+ ეკრანები მაღალგანვითრებული Super AMOLED ტექნოლოგიითაა დამზადებული, რომელსაც სხვა მრავალ უპირატესობასთან ერთად ერთი საინტერესო თავისებურებაც გააჩნია. ეკრანს შეუძლია თითოეული პიქსელი ცალ-ცალკე აკონტროლოს; მაგალითად, ჩააქროს ეკრანის 95% და გამოსახულება მხოლოდ 5%-ზე გამოიტანოს. ეს თავისებურება Galaxy S8|S8+-ის ეკრანებს საშუალებას აძლევს Always On Display ფუნქცია ჰქონდეთ და აკუმულატორიდან ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე მუდმივად გაჩვენებდეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

Galaxy S8 | S8+ დიზაინში გამოყენებულია ალუმინის მაღალი გამძლეობის შენადნობი და მინა, რომელიც დაცულია Corning Gorilla Glass 5 ტექნოლოგიით, ასე რომ, თქვენი სმარტფონის დავარდნის, დაჩხაპნის და გაცრეცვის ნუ შეგეშინდებათ.

საქართველოში Galaxy S8 სერიის სმარტფონები სამი ფერით იქნება წარმოდგენილი - შავი ღამე (Midnight Black), რუხი ორქიდეა (Orchid Grey) და ალისფერი ოქრო (Maple Gold). ამ უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე ტელეფონების შეძენა სამსუნგის ჰოლოგრამით მხოლოდ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ ქსელებში შეგიძლიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42