იაპონიის კუნძული, რომელზეც ქალების ყოფნა სასტიკად იკრძალება იუნესკოს ყურადღების ქვეშ მოექცა. ეს კუნძული შესაძლოა ორგანიზაციის ისტორიული მენკვიდრეობის ნაკრძალების სიაში მოხვდეს.
კუნძული, ოკინოსიმა, რომელიც იაპონიის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, სინტოისტების ერთერთი რელიგიური სიწმინდეა. მასზე ყოფნა და სტუმრობა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. ასევე, კატეგორიულად იკრძალება კუნძულიდან რაიმე ნივთის გამოტანა.
კუნძულზე სტუმრად ჩასული მამაკაცები სპეციალურ პროცედურას გადიან. ისინი სრულიად შიშვლდებიან და მათზე ე.წ. განწმენდის ტიტუალი სრულდება. მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ უფლება დაათვალიერონ კუნძული. ამასთან, ისინი დებენ პირობას, რომ არავის მოუყვნენ, თუ რა ნახეს კუნძულზე.
კუნძულზე მდებარეობს ზღვის ქალღმერთისადმი მიძღვნილი ტაძარი. მასში ხშირად იმართება რიტუალი, რომელიც ტაძრის ბერების რწმენის მიხედვით, ზღვაში განსაცდელში მყოფ მეზღვაურების გადარჩენას უწყობს ხელს.
თუ კუნძული იუნესკოს მიერ ისტორიულ მემკვიდრეობის სიაში მოხვდება, შესაძლოა მისი მიმართულებით უამრავი ტურისტი დაიძრას, რამაც შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას. ქალების სტუმრობის აკრძალვის ტრადიციის დაცვა ალბათ შესაძლებელი გახდება, თუმცა სხვა სახის რიტუალებისა თუ აკრძალვების შესრულება საკმაოდ რთული იქნება.
საბოლოო გადაწყვეტილებას იუნესკო ივლისში მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






