სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ამერიკული ხომალდი, რომელსაც შეიარაღებაში Tomahawk-ის ტიპის რაკეტები, გამშვები სისტემა "იჯისი" და 90-მდე ფრთოსანი რაკეტა გააჩნია, რუსეთის საზღვაო წყლებს იმდენად სახიფათო სიახლოვეზე მიუახლოვდა, რომ მას რუსეთის მთავარ ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება შეუძლია.
როგორც ცნობილია, აპრილში USS Carney (DDG-64)-მ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის ნაპირებთან გამართულ სამხედრო საზღვაო სწავლებებში სახელწოდებით Joint Warrior. ხომალდის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწავლების შემდეგ იგი ამსტერდამისკენ გაემართა, ხოლო შემდეგ ევროპის წყლების პატრულირებას განახორციელებს, რათა აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოება დაიცვას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 3 მაის ლატვიის პორტში NATO-ს ოთხი სამხედრო გემიც შევიდა.
ერთი საათის წინ სააგენტო РИА Новости-მ, პეტერბურგის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული ხომალდის ბალტიის ზღვაში ყოფნის მიუხედავად, სამხედრო საზღვაო აღლუმი მაინც გაიმართება, თუმცა მასში ნაკლები სამხედრო გემი მიიღებს მონაწილეობას.


მასალის გამოყენების პირობები






