კასინიმ სატურნის რგოლებს შორის "დიდი სიცარიელე" აღმოაჩინა
ეს საინტერესოა - 18:07, 06 May, 2017     5591
NASA-ს უპილოტო კოსმოსური ხომალდის Cassini-ს „მოგზაურობის“ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, მოუთმენლად ელოდნენ მეცნიერები და არა მხოლოდ მეცნიერები.


კასინიმაც, წარმატებით შეასრულა მისი საბოლოო მისიის პირველი ეტაპი. კაცობრიობის ისტორიაში პირველად, სატურნსა და მის რგოლებს შორის ჩაიფრინა, კონტაქტზეც გამოვიდა და დედამიწაზე სატურნის ატმოსფეროს პირველი ფოტოებიც გამოგზავნა.

კასინი, პირველი კოსკომური აპარატია, რომელიც სატურნს უპრეცედენტო მანძილით მიუახლოვდა, სწორედ ამიტომ, მის ინფორმაციას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვისთვის უნდა გეცა სათანადო პასუხები.

როგორც მეცნიერები აცხადებდნენ, თუკი კასინი 26 აპრილის მოგზაურობას გადაურჩებოდა, დედამიწასთან კონტაქტზე ის 27 აპრილს უნდა გამოსულიყო. მისიაც წარმატებით განხორციელდა.

მეორედ ამგავრი ჩაშვება ხომალდმა 2 მაისს განახორციელა.

თუმცა, კასინის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, სატურნსა და მის რგოლებს შორის, არათუ კოსმოსური მტვერი, საერთოდ არაფერია.

„სატურნსა და მის რგოლებს შორის, როგორც ჩანს, დიდი სიცარიელეა. კასინი განაგრძობს მისიას, მეცნიერები კი იმ საიდუმლოზე მუშაობას, რატომ აღმოჩნდა მტვრის დონე იმაზე დაბალი, ვიდრე მოსალოდნელი იყო“ - განაცხადა კასინის პროექტის მენეჯერმა, ეარლ მაიზი

Cassini მსგავს მანევრს კიდევ 20-ჯერ შეასრულებს, რის შემდეგაც მისიას დაასრულებს, სატურნის ატმოსფეროში შევა და დაიწვება.

კასინი NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი, 20-წლიანი პროექტია. ხომალდი 1997 წელს გაუშვეს, სატურნის ორბიტაზე კი 2004 წელს გავიდა.

ხომალდის განადგურების გადაწყვეტილება მისიის ხელმძღვანელებმა სატურნის ერთ-ერთ მთვარესთან — ენცელადთან მისი შესაძლო შეჯახების გამო მიიღეს. ვინაიდან, ენცელადის ზედაპირქვეშა ოკეანეში შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იყოს, შეჯახების შემთხვევაში არსებობს ენცელადის დედამიწისეული მიკრობებით დაბინძურების შანსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42