საფრანგეთში ძალიან გამხდარ მოდელებს პოდიუმზე გასვლა ოფიციალურად აეკრძალათ
მსოფლიო - 17:32, 06 May, 2017     6296
საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ზედმეტად გამხდარი მოდელების პოდიუმზე გამოსვლა და სარეკლამო რგოლებში მონაწილეობა იკრძალება.


საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, მარისოლ ტურენის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი მოდელებისა და ზოგადად ახალგაზრდა ქალების სიგამხდრისკენ მიდრეკილებით არის ნაკარნახევი.

მისი თქმით, სილამაზის არაბუნებრივი და არარეალური სტანდარტები ბევრს მათგანს არასრულფასოვნების კომპექსს უქმნის, რაც თავის მხრივ ქრონიკულ შიმშილობას იწვევს.

ახალი კანონის თანახმად, დასაქმებისას მოდელმა უნდა წარმოადგინოს ექიმის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის სხეულის მასის ინდექსის შესახებ, რითაც დადგინდება არის თუ არა დარღვევა სიმაღლისა და წონის თანაფარდობას შორის.

კანონის დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელს 75 000 ევრომდე ჯარიმის გადახდა ან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2015 წელს, როდესაც კანონპროექტის პირველი ვერსია პარლამენტში შეიტანეს, მოდელებისთვის სხეულის მასის ინდექსის მინიმალური მაჩვენებელი იყო განსაზღვრული, რასაც სამოდელო სააგენტოების პროტესტი მოჰყვა. რის შემდეგაც, ექიმებს უფლება მიეცათ, თავად გადაწყვიტონ, არის თუ არა მოდელის წონა ჯანმრთელობისთვის სახიფათო.

პირველი ოქტომბრიდან ასევე ამოქმედდება ფოტოსესიებთან დაკავშირებული წესდებაც. გრაფიკულად დამუშავებულ ფოტოებს თან უნდა დაერთოს მითითება - „ფოტოები დამუშავებულია.”

ექიმების განცხადებით, 30 000-ზე მეტი ფრანგი ანორექსიით არის დაავადებული, მათგან 90% ახალგაზდა ქალია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42