რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ჟურნალისტებს აშშ-ის კონგრესში აკრედიტაცია აღარ ექნებათ.
როგორც ამერიკული გამოცემა Politico იტყობინება, კონგრესის პრესსამსახურის უფროსის ჯასტინ უილსონის განცხადებით, პრესსამსახურის შიდაგანაწესის თანახმად, უცხო ქვეყნის ან ადგილობრივი მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის მინიჭება იკრძალება. უილსონი ამბობს, რომ მსგავსი მედიასაშუალება, მათი წევრი ვერ იქნება. თუმცა დასძენს, რომ Sputnik-ის ჟურნალისტებს კონგრესის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.
კონგრესის პრესკლუბის წევრებს თეთრი სახლისა და უზენაესი სასამართლოს აკრედიტაციებიც გააჩნიათ.
Sputnik-ის ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტი ენდრიუ ფეინბერგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ფეისბუკზე გამოეხმაურა და „აბსურდული“ უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






