საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს მიმდინარეობს როგორც ფრანგული მედია წერს, 7 მაისს იქნება დაპირისპირება ღიაობასა და შეუწყნარებლობას შორის, ინტერნაციონალიზმსა და ნაციონალიზმს, ოპტიმიზმსა და სიძულვილს, რეაქციასა და რეფორმებს, იმედსა და შიშს შორის.
მეორე ტურში ცენტრისტი, პოლიტიკური მოძრაობის "წინ!" ლიდერი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 11 კანდიდატი იბრძოდა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა.
ემანუელ მაკრონი - 24% (მხარი დაუჭირა 8,657,326-მა ადამიანმა)
მარინ ლე პენი - 21.3% (მხარი დაუჭირა 7,679,493-მა ადამიანმა)
ფრანსუა ფიიონი - 20% (მხარი დაუჭირა 7,213,797-მა ადამიანმა)
ჟან-ლიუკ მელანშონი - 19.6% (მხარი დაუჭირა 7,060885-მა ადამიანმა)
ბენუა ამონი - 6.4 % (მხარი დაუჭირა 2, 291565-მა ადამიანმა)
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.
ფრანსუა ფიიონმა და ბენუა ამონიმ წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს უჭერენ და მათ მხარდაჭერებსაც იგივე მოიწოდეს. მაკრონს მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდნეტმა, ფრნასუა ოლანდმაც.
მაკრონს მეორე ტურში გადასვლა მსოფლიო ლიდერებმაც მიულოცეს.
მასალის გამოყენების პირობები






