რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი რუსეთში კიდევ ერთი ოლიმპიადის ჩატარებას არ გამორიცხავს.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა, სპორტულ ჟურნალისტს დევიდ მილერთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ოლიმპიური თამაშების ისტორიას აშუქებს.
მილერის კითვაზე, შეიძლება თუ არა მოსკოვმა 2028 წლის ოლიმპიადის ჩატარების ადგილად, განაცხადი გააკეთის, პუტინმა უპასუხა, რომ ოლიმპიადისთვის არა მხოლოდ მოსკოვი, არამედ რუსეთის სხვა ქალაქებიც გამოდგება , მათ შორის სოჭი, სანკტ -პეტერბურგი და ყაზანი.
„ჯერჯერობით, რაიმე სახის ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებთ. თუმცააღსანიშნავია, რომ ჩვენმა ქვეყანამ 2014 წელს ზამთრის ოლიმპიადა სოჭში წარმატებით ჩაატარა. არ გამოვრიცხავ, ოლიმპიადის მასპინძლობის ნებართვის მოსაპოვებლად კომიტეტს კიდევ ერთხელ მიმართოთ“ - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა რუსეთის მთავრობას 50 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში გაიმართება, ხოლო 2024 წელს - პარიზში ან ლოს-ანჯელესში.
მასალის გამოყენების პირობები






