აშშ-მ საქართველოს რეგიონები რუსეთის მიერ ოკუპირებულად უკვე კანონის დონეზე აღიარა
პოზიცია - 10:30, 06 May, 2017     16825
აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე, 2008 წლის ომის შემდგომ პირველად არის აღიარებული საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. აღნიშნული შინაარსის ჩანაწერი ამერიკის საბიუჯეტო კანონში გაკეთდა. მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას ქართული დიპლომატიის გამარჯვებად მიიჩნევს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. მისი თქმით აღნიშნულ კანონს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა:

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ საბიუჯეტო კანონში, კონსოლიდირებულ საფინანსო აქტში, რომელსაც პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი, საქართველოს ოკუპაციის შესახებ არის ჩანაწერი. კანონს ორი დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ, გუშინ სენატმა დაუჭირა მხარი და ხვალიდან შევა ძალაში. დიპლომატიური სამსახური ამ რედაქციის გათვალისწინებისთვის უკვე წლებია, ვიბრძვით და ამ დიპლომატიის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სწორედ წლევანდელ დოკუმენტში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, განსაკუთრებული თავი აქვს მიძღვნილი, რომელიც დასათაურებული არის - „საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“. მასში მითითებულია, რომ არც ერთი სახელმწიფო, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვერ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას და დახმარებას. მოგეხსენებათ, ეს ფინანსური დოკუმენტია, საბიუჯეტო დოკუმენტია, სწორედ საბიუჯეტო მექანიზმებია გამოყენებული იმის პრევენციისთვის - ეს არაღიარების ძალიან ძლიერი მექანიზმია. აშშ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერია, თუმცა პირველად მოხდა, რომ კანონის დონეზე გაკეთდა ჩანაწერი, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ის საკითხი, რომელსაც აშშ არათუ მხარს უჭერს, არამედ ითვალისწინებს შესაბამის მექანიზმებს, რათა ის მაქსიმალურად დაიცვას“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც და ის იმ დეტალებზე აკეთებს აქცენტს, რომელსაც ეს ჩანაწერი შეიცავს:

„აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც:

- პირველად მოხდა აშშ კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება;

- დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ აშშ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;

- აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს;

- აშშ სახელმწიფო მდივანს დაევალა 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ;

- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად.

ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ჩვენი რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი.

ეს არის აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითი, რაშიც ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და რათქმაუნდა დიპლომატიის.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის!“- ნათქვამია ჯანელიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, საკანონმდებლო აქტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. საქართველოს ელჩის ინფორმაციით კანონს ხელი უკვე პრეზიდენტმა დოლნალდ ტრამპმაც მოაწერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42