10:00 საათზე - გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს.
11:30 საათზე - მოძრაობა "დაიცავი კონსტიტუციაში" შემავალი პოლიტიკური პარტიის ლიდერები მარჯანიშვილის მეტროსთან კონსტიტუციის განხილვის კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ და საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ.
13:00 საათზე - გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესიას მოინახულებს.
მის: აგლაძის ქუჩა (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია)
14:00 საათზე - პარლამენტის შენობის წინ, გარემოვაჭრეები „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით აქციას, ხოლო შემდეგ საკრებულოს მიმართულებით მსვლელობას გამართავენ, რომელზეც გარევაჭრობის ცივილიზებული სახით დაკანონების მიზნით, ლაშა ჩხარტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის უმოკლეს ვადაში მიღებას,ხოლო მანამდე მათთვის საქმიანობის განახლების უფლებას მოითხოვენ.
საკონტაქტო პირი ლაშა ჩხარტიშვილი - 558 29 69 80
14:00 საათზე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი ნანა ჩინჩილაკაშვილი - 599 50 26 19
20:00 საათზე - „თბილისი ივენთ ჰოლში“ დავით შანიძის სოლო კონცერტი გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






