თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანება წარმატებით დასრულდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:47, 05 May, 2017     2163
თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანების რამდენიმეთვიანი პროცესი წარმატებით დასრულდა. ამით თიბისი ბანკი საქართველოს ბაზარზე #1 ბანკი გახდა ყველა საბანკო სეგმენტში. კიდევ უფრო გაფართოვდა თიბისი ბანკის მომსახურების ქსელი - მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზარდა 167-მდე, ხოლო ბანკომატების - 530-მდე; თიბისი ბანკის კლიენტების რაოდენობამ კი 2 მილიონს მიაღწია.

8 მაისიდან ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლები შეძლებენ, მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება თიბისი ბანკის მთლიან ქსელში. ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია დასრულდება 8 მაისს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 მაისს, იქნება გარკვეული შეფერხებები თიბისი ბანკის სერვისებზე, ხოლო დღეს, 5 მაისის დღის ბოლომდე გაუქმდება ბანკი რესპუბლიკის ყველა სერვისი. კერძოდ,

5 მაისის 18:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის სერვისები აღარ იმუშავებს, რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები შეუძლებელი იქნება 5 მაისის 16:00 საათის შემდეგ;

5 მაისის 23:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის ბარათები გაუქმდება. ანგარიშებზე არსებული ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს თიბისი ბანკში ახლად გახსნილ ანგარიშებზე, რომლებზეც თანხები ხელმისაწვდომი გახდება ორშაბათიდან;

6 და 7 მაისის განმავლობაში არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვისცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საბარათე ოპერაციები თიბისი ბანკის ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი;

8 მაისიდან თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება მთელი ქსელის მასშტაბით და ბანკი რესპუბლიკის კლიენტები გახდებიან თიბისი ბანკის სრულფასოვანი კლიენტები. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის ყველა ფილიალში.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია, გვყავდეს ბევრი კმაყოფილი კლიენტი, მათთან ერთად განვვითარდეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ მათი სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულების შესაძლებლობა. ის 500 ათასამდე კლიენტი, რომელიც ბანკი რესპუბლიკიდან შეგვემატა, ჩვენი კომპანიისათვის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს და ვფიქრობთ, შევძლებთ გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენივე კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად, “ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისი ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42