HBO "სამეფო კარის თამაშების" ოთხ ახალ სპინოფს გადაიღებს
ეს საინტერესოა - 13:22, 05 May, 2017     2949
ჯორჯ მარტინის რომანის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" მოტივებზე შექმნილი საკულტო სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ დასრულებას, როგორც ჩანს ჩვენსავით განიცდის HBO და სერიალის გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს ამცნობს.


როგორც გაირკვა, ტელეარხმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ოთხ სცენარისტთან, რომლებიც სერიალის გაგრძელებაზე ჯორჯ მარტინთან ერთად იმუშავებენ და ოთხ ახალ სპინოფს შექმნიან.

IGN-ცნობით, ჯორჯ მარტინთან ერთად ახალ სცენარებზე მაქს ბორენსტენი, ჯეინ გორდონი, კარლი ვრეი და ოსკაროსანი ბრაიან ჰელგელენდი იმუშვებენ.

ცნობილია ისიც, რომ "სამეფო კარის თამაშების" შოუს შემქმნელები დეივიდ ბინიოფი და დენ უეისი სცენარის წერაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პროდიუსერებად მოგვევლინებიან.

რაც შეეხება ახალ სპინოფებს, ოთხ ახალ სერიალში ვესტერორში მომხდარ სხვა მოვლენებს ვიხილივათ, სხვა პერსონაჟებითა და მითოლოგიით. თუმცა უცნობია, რომელი გვარის და პერსონაჟების შესახებ იქნება ახალი ისტორიები.

ასევე უცნობია, როდის დაიწყება სერიალის გადაღებები და რა სიხშირით გავა ეთერში.

მანამ კი, სერიალის გულშემატკივრები ახალი სეზონის მოლოდინში არიან.

GOT-ის მე-7 სეზონის პირველი სერია 2017 წლის 16 ივლისს გამოვა.

მეშვიდე და მერვე სეზონში სულ რაღაც ექვსი სერია იქნება. სერიალის შემქმნელების ვარაუდით, ყველაზე რეიტინგული ბოლო, მერვე სეზონი იქნება.

ცოტა ხნის წინ, HBO-მ “სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის ოფიციალური პრომო გაავრცელა.

Long Walk - ამგვარად არის დასათაურებული ვიდეო. როგორც მოსალოდნელი იყო და პრომოდან ჩანს, ახალ სეზონში ჯონ სნოუ, დეინერის ტარგარიანი და სერსეი ლანისტერი დომინირებენ.

Game of Thrones -ის მეექვსე სეზონის ბოლო სერია განსაკუთრებით საინტერესო იყო, რომელიც სერსეი ლანისტერის ტრიუმფალური აღზევებით დასრულდა. მე-10 სერიაში ასევე ყველაზე დიდი საიდუმლოს აეხადა ფარდა და დადასტურდა , რომ ჯონ სნოუ ნედ სტარკის ბასტარდი არ არის. ბრანის ნიჭის წყალობით გაირკვა და დადასტურდა, რომ ჯონი ნედის დის, ლიანასა და რაეგერ ტარგარიანის შვილია.

ვინტერფელში ველოდებოთ არიას დაბრუნებასაც. ეჭვგარეშეა, მეშვიდე სეზონი ძალიანსაინტრესო იქნება.

სერიალის შემქმნელებმა მეშვიდე სეზონის პირველი ოფიციალური ფოტოებიც გამოქვეყნეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42