ბარაკ ობამა ემანუელ მაკრონის მხარდამჭერ ვიდეოს აქვეყნებს, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „აღნიშნულ არჩევნებს საფრანგეთის მომავლისთვის და ძვირფასი ღირებულებებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ საფრანგეთის მომავალი იმოქმედებს მსოფლიო მომავალზეც“
„ემანუელ მაკრონი საფრანგეთის უკეთესი მომავლისთვის არის მოწოდებული. ის ფრანგ ხალხში იმედებს აღძრავს და არა შიშებს. მინდა იცოდეთ, რომ მე მხარს ემანუელ მაკრონს ვუჭერ. წინ! გაუმარჯოს საფრანგეთს!“- აცხადებს ბარაკ ობამა ვიდეო მიმართვაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს მხარდაჭერა პირველი ტურის წინაც გამოუცხადა. მაშინ ის მაკრონს ტელეფონით დაუკავშირდა. როგორც პირველი ასევე მეორე ფაქტის ამსახველი ვიდეო ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






