საპარტნიორო ფონდი ღვინის კომპანიებს ექსპორტში დახმარებას სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:48, 04 May, 2017     1555
საპარტნიორო ფონდი ჩინეთის ბაზარზე ქართული წარმოების ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, ადგილობრივ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საქპატენტში შეხვდა.

საპარტნიორო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს ქართული ღვინის მწარმოებლებს ჩინეთის მაღალ სეგმენტში შეიტანონ პროდუქცია და სარგებელი მიიღონ. შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქართველ მეღვინეებს ქართული ღვინის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გატანისა და რეალიზაციაში დახმარების შესახებ ინიციატივა გააცნო.

„ჩინეთი ქართული ღვინისთვის საინტერესო ბაზარია. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ჩინეთში 5 000 000 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა. თუმცა ამ ქვეყანაში მეტი პოტენციალია, ისევე, როგორც საქართველოს აქვს პოტენციალი გაიტანოს ექსპორტზე უფრო მეტი ქართული ღვინო ვიდრე აქამდე. ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ გაჩნდა დიდი ინტერესი ქართული პროდუქტის ჩინეთში გატანის და მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი სწორედ საპარტნიორო ფონდი გამხდარიყო შუამავალი და გარანტორი ადგილობრივ მწარმოებლებთან ურთიერთობისას,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის შეთავაზების დეტალებთან დაკავშირებით პრზენტაცია ქართველ მეღვინეებთან ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ჩოლოყაშვილმა გააკეთა. ღვინის მწარმოებლებს სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკა გოგილაძემ და სასაქონლო ნიშნების დაცვასთან დაკავშირებით მათ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე, საპარტნიორო ფონდის ჩართულობით აქტიურად ხდება ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ჩინეთის სახალხო რეპუბლიკაში უკვე გახსნილია რამდენიმე ათეული ქართული ღვინის მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციაში 100-ზე მეტი ქართული კულტურისა და ღვინის სახლები გაიხსნა და ფუნქციონირებს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია ინტენსიურად ხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42