„ნაციონალური ფრონტის“ საპრეზიდენტო კანდიდატს ბრეტანში ვიზიტისას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეებმა მარინ ლე პენს ფაშისტი უწოდეს და კვერცხები ესროლეს. ლე პენი საპროტესტო აქციას მისმა დაცვის სამსახურმა გაარიდა.
საპროტესტო აქციაზე, რომელზე 50 მდე ადამიანი იმყოფებოდა გაისმოდა მარინ ლე პენის მიმართ მოწოდებები: „წაეთრიონ ფაშისტები!“, „თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ ქალბატონო!“
შეგახსენებთ, 7 მაისს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი და ცენტრისტი კანდიდატი, En marche !-ს ლიდერი ემანუელ მაკრონი იღებენ. გუშინ საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ბოლო სატელევიზიო დებატები გაიმართა, მაყურებელთა 63%-ის აზრით უფრო დამაჯერებელი ემანუელ მაკრონის გამოსვლა იყო.
მასალის გამოყენების პირობები






