კობახიძემ პრეზიდენტთან კომუნიკაცია ბოდიშის მოხდით უნდა დაიწყოს, ფეხების ბაკუნი მხოლოდ ბავშვს ეპატიება - გია ხუხაშვილი
პოზიცია - 16:33, 04 May, 2017     6578
ჯერ - ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობისგან შეთავაზებას მოისმენს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ გაასაჯაროებს.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობა უკვე შესთავაზა.

მამუკა მდინარაძე "ნიუპოსტთან" საუბრისას აკონკრეტებს, რომ "შეთავაზება უშუალოდ პრეზიდენტს ეკუთვნის".

რამდენად არის შესაძლებელი კონსტიტუცის ცვლილებები პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერად განუმარტონ მოსახლეობას, მაშინ როცა სწორედ აღნიშნული ცვლელებები გახდა მარგველაშვილსა და კობახიძეს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი.

პოლიტილოგი გია ხუხაშვილი თემის შეფასებისას ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტთან ურთიერთობა ბოდიშის მოხდით უნდა დაიწყოს.

"ხელისუფლების განცხადებები ძალიან სასაცილო და ურთიერთგამომრიცხავია. ჯერ კიდევ დილით აცხადებდნენ, რომ როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობის მიღებაო, შემდეგ რამდენიმე საათში 180 გრადუსით შემოტრიალდნან და თავისივე განცხადებების უარყოფას ახდენენ. ძალიან არეულები და აჭრილები არიან"- აღნიშნა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში დისკუსიას მიესალმება. მისი თქმით, პროცესი პროფესიულ წრეებთან შეხვედრით უნდა დაიწყოს.

"მოსახლეობასთან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სიარული მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, თუ ის მისი საქციელისთვის ბოდიშს მოიხდის. ეს ადამიანი მთელი ეს კვირები შეთქმულების თეორიებს ავითარებდა და პრეზიდენტს კონსტიტუციასთან მიმართებით ლამის სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებდა. ამ ადამიანმა ჯერ ბოდიში უნდა მოიხადოს ამ განცხადებებისთვის, აღიაროს რომ ისტერიულ კამპანიას ეწეოდა და ამის შემდეგ საუბარი ყველაფერზე შეიძლება.

პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებით პრინციპი - პატარა ბავშვს ყველაფერი ეპატიება არ მოქმედებს. ფეხების ბაკუნი ეპატიებათ ბავშვებს, ის არ არის ბავშვი, ამიტომ თავის საქციელისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. მან პრეზიდენტთან კომუნიკაცია ბოდიშის მოხდის შემდეგ უნდა ააწყოს. ადამიანური ურთიერთობის აღდგენის შემდეგ ყველაფერზე საუბარი შეიძლება მათ შორის ერთობლივად შეხვდნენ მოსახლეობას და საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ორივემ თავისი პოზიცაია დააფიქსიროს"- უთხრა "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42