რუსეთის ფარული გავლენის წინააღმდეგ მოქმედებისთვის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპეციალური კომიტეტი შეიქმნება. ამის შესახებ მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, აქტიურ ზომებად განიხილება ფარული მაუწყებლობა, საინფორმაციო საშუალებებით მანიპულაცია, დეზინფორმაცია, თავდასხმითი ხასიათის კონტრდაზვერვა, მკვლელობა და ტერორისტული აქტი.
სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო აქტიც დაამტკიცა, რომელიც კრემლის ფარული გავლენის შემცირებას ითვალისწინებს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში.
აღნიშნული კანონის ერთ-ერთი თავი უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომების მიღებას ითვალისწინებს.კერძოდ, საკანონმდებლო აქტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
მასალის გამოყენების პირობები






