"ვთვაზობთ უშალოდ პრეზიდენტი ესაუბროს საზოგადოებას სპარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად" - მდინარაძე
პოზიცია - 15:46, 04 May, 2017     1974
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პაკეტის საყოველთაო-საჯარო განხილვაში ჩართვას უშუალოდ პრეზიდენტს სთავაზობს - ამის შესახებ "ნიუპოსტს" ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

"შეთავაზება უკვე იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერისგან, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პაკეტის საყოველთაო-საჯარო განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიიღოს მონაწილეობა და ესაუბროს ხალხს"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

"ნიუპოსტი" დაინტერესდა რამდენად არის შესაძლებელი პრეზიდენტის სახელით საერთო განხილვებში ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყოს ჩართული, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შეთავაზება მხოლოდ მარგველაშვილის მისამართით გაკეთდა.

"პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე... ხომ არის რაღაცა დათქმა, წესი, სუბორდინაცია. ჩვენ საუბარი გვაქვს პრეზიდენტზე, რომ მან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესაუბროს საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ და ამ ფორმატში საკუთარი აზრი დააფიქსიროს. დანარჩენი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები რომლებიც ამავდროულად საჯარო მოხელეები გახლავთ, როგორ რა ფორმით, დაესწრებიან თუ არა ეს ტექნიკური დეტალებია, რომელის განხილვა კომისიის ფარგლებში მოხდება"- აღნიშნა მან.

მდინარაძე ამბობს რომ საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პაკეტის საყოველთაო-საჯარო განხილვაში პრეზიდენტის ჩართვას შესახებ ოფიციალური განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გააკეთა.

„პრეზიდენტს ვეპატიჟებით ჩაერთოს ჩვენთან ერთად სახალხო განხილვების პროცესში. ვთავაზობთ პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, - ასეთი იყო საპარლამენტო უმრავლესობის მესიჯი.

„საქართველოს პრეზიდენტთან წინადადება გვაქვს და გვინდა, რომ საერთო-სახალხო განხილვების პროცესში მოვიპატიჟოთ . კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან და ცვლილებებს გააცნობენ. მით უმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტს ეს პროცესი გარკვეული პერიოდია დაწყებული აქვთ. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ამ პროცესმა რაიმე კონფრონტაციული ხასიათი მიიღოს, პირიქით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მსჯელობა საგნობრივ დისკუსიაში გადავიდეს და მოსაზრებები ერთმანეთს მედიის მეშვეობით კი არ გავუზიაროთ, არამედ ასეთ შეხვედრებზე და საუბრების დროს. ახლა უფრო გაფანტულია პროცესი, როცა ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. ყველა ზრდასრული ადამიანი ვართ და იმის უნარი გვაქვს, რომ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42