პანაშვიდის დაწყებამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, სამებაში შეკრებილ მოქალაქეებსა და სრულიად საქართველოს მიმართა: ”ძნელია დღეს ვთქვათ სანუგეშო სიტყვები ასეთი ტრაგედიის წინაშე. დღეს გლოვობს მთელი საქართველო, დღეს დასტირის მთელი საქართველო ჩვენს ვაჟკაცებს .
ვერავინ ვერ ახსნის განგებას ღვთისას , ნებას ღვთისას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი შვილები ცოცხალი არიან. იმათი სულები დღეს აქ ტრიალებენ, ჩვენგან თხოულობენ ჩვენს ლოცვებს. მე მესმის, რამდენად მძიმეა ეს ოჯახისთვის.
არანაკლებად მძიმეა ეს ჩვენი სამშობლოსათვის, პირადად ჩემთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის სახელით მიიღეთ თანაგრძნობა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დააწესოს სულნი მათნი სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ”, - აღნიშნა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






