საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები - ბოლო ტელედებატებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა
მსოფლიო - 13:11, 04 May, 2017     2327
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 4 დღით ადრე, პრეზიდენტობის კანდიდატებმა ემანუელ მაკრონმა და მარინ ლე პენმა სატელევიზიო დებატების დროს ერთმანეთს მწვავე ბრალდებები წაუყენეს.

„ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა თავისი დროის უმეტესი ნაწილი მისი მისამართით დასმულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად მეტოქეზე შეტევას დაუთმო. მან 39 წლის ცენტრისტი მაკრონი, ელიტების ნებიერად მოიხსენია და განაცხადა, რომ მაკრონი ქვეყანას არანაირ რეფორმას არ სთავაზობს. ლე პენმა მაკრონი ტერორიზმთან ბრძოლის დაპირებების გამოც გააკრიტიკა და ამასთანავე ხაზი გაუსვა იმას, რომ მაკრონი ფრანსუა ოლანდის არაპოპულარული მთავრობის წევრი იყო. თავად ლე პენი საზღვრების ჩაკეტვის და ფუნდამენტურ ისლამთან კავშირში მყოფი პირების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს:

„აუცილებელია, რომ ყველა ძებნილი უცხოელი პირი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება გაძევებული იქნას აქედან, ყველა ის უცხოელი, რომელსაც ფუნდამენტურ ისლამთან აქვს კავშირი - ყველა გარეთ! ჩვენ შევამცირებთ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას“- განაცხადა მარინ ლე პენმა.

თავის მხრივ არც მაკრონი დარჩა ვალში და ლე პენი „სიცრუის სტრატეგიის“ გამოყენებაში და სამოქალაქო ომის წაქეზებაში დაადანაშაულა.

„ქვეყანას თქვენ სთავაზობთ დაყოფას და სამოქალაქო ომს. ტერორიზმთან ბრძოლა არ ნიშნავს იმას, რომ მათ მახეში უნდა გავებათ. თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ფრანგ ხალხს მათი რელიგიური მრწამსის გამო. ეს კი დიდ პრობლემას შეგვიქმნის, ამას მე არ დავუშვებ,” - განაცხადა ემანუელ მაკრონმა

დებატები 160 წუთი გრძელდებოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ორივე კანდიდატს არ შეუწყვეტია ერთმანეთის მიმართ მკვეთრი ბრალდებები.

ტელედებატების განმავლობაში მარინ ლე პენმა ოპონენტს „ველური გლობალიზაციის , არასტაბილურობის, Uber-იზაციის, ეკონომიკის დიდი ბიზნესების მიერ მიტაცების კანდიდატი უწოდა“ და განაცხადა, რომ მაკრონი საფრანგეთს თანდათანობით გაყოდის და მასზე კონტროლს დაკარგავს.

მაკრონმა თავის მხრივ დასცინა მარინ ლე პენის ეკონომიკურ პროგრამას და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ წინააღმდეგობებს, რომელიც ევროზე უარის თქმის ლეპენისეული გეგმა შეიცავს. მან ლე პენს „შიშის მქადაგებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ბევრს ლაპარაკობს და ცოტას აკეთებს. მისი თქმით, ლე პენი საფრანგეთს არ სთავაზობს არაფერს გარდა მარცხისა. მაკრონის განცხადებით მარინ ლე პენი მისი მამის ოდიოზური პოლიტიკოსის ნამდვილი მემკვიდრეა, რომელიც ცნობილია ანტისემიტური და ქსენოფობიური შეხედულებებით.

კანდიდატებმა დებატების დროის უმეტესობა ეკონომიკაზე საუბარს დაუთმეს. მაკრონის თქმით, მისი არჩევის შემთვევაში ფრანგების 80%-ს უძრავ ქონებაზე გადასახადი გაუუქმდება, ამასთანავე შემცირდება ბიზნესისთვის გაადასახადები. პასუხად ლე პენმა განაცხადა, რომ მაკრონის გეგმები ფრანგული ოჯახების უმრავლესობას გაღატაკებამდე მიიყვანს. ლე პენმა თავის გეგმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ბავშვებთან დაკავშირებით უნივერსალური შეღავათის შემოღებას აპირებს, მისი აზრით საფრანგეთის სოციალური დაცვის ამჟამინდელი სისტემა „საფრთხეშია“ , ფრანგულ სოფელს კი „გაპარტახება ემუქრება“

ლე პენმა უმუშევრობასთან ბრძოლის პირობა დადო, რომელიც მისი თქმით გლობალიზაციამ და საზღვრების გახსნამ გამოიწვია, ასევე მისი თქმით ის ადამიანებს საშუალებას მისცემს 60 წლის ასაკში გავიდნენ პენსიაზე, თუ 40 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვთ.

სატელევიზიო დებატების დროს, რომელსაც მილიონობით ფრანგმა უყურა, კანდიდატებს შორის მტრული დამოკიდებულება აშკარა იყო. ტელეკომპანია BFMTV-ის გამოკითხვით თანახმად მაყურებელთა 63%-მა უფრო დამაჯერებლად მაკრონის გამოსვლა მიიჩნია.

ექსპერტების შეფასებით მარინ ლე პენმა გამოავლინა აგრესიულობა და წვრილმანი ირონიული შენიშვნებით ცდილობდა მეტოქის მდგომარეობიდან გამოყვანას. რაზეც ემანუელ მაკრონი დეკარტისეული რაციონალობით პასუხობდა. ექსპერტების თქმით ამ ლიდერებს შორის მცირედი მსგავსებაც არაა. ისინი ერთმანეთს დიამეტრიალურად ეეწინააღმდეგებიან, როგორც პიროვნულად, ასევე პოლიტიკურადაც. ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს .


მომზადებულია უცხოური მედიის მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42