ამის შესახებ უკრაინის შს მინიტრსა, არსენი ავაკოვმა განაცხადა.
„სიამოვნებითა და პატივისცემით ვაცხადებ, რომ ინტერპოლმა, როგორც ადექვატურმა და სოლიდურმა საერთაშორისო სამართლებრივმა ორგანიზაციამ, საკუთარი პროტოკოლის თანახმად ყურადღება მიაქცია ჩემს მიმართვას და რუსეთის ფედერაციის აბსურდულ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა“ - წერს ავაკოვი ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, რუსეთმა ინტერპოლს ოფიციალურად მიმართა, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე არსენი იაცენუკზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.
რუსეთის ფედერაცია არსენი იაცენუკზე 1994-95 წლებში ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის გამო აცხადებს ძებნას.
მოსკოვის ბრალდებას მაშინვე გამოეხმაურა და აბსურდული უწოდა ოფიციალურმ კიევმა. უკრაინის შს მინისტრმა ინტერპოლის გენერალურ მდივანს უკვე გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ იაცენუკი არასოდეს იბრძოდა ჩეჩნეთში.
რუსეთმა იაცენუკი ჩეჩნეთში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობაში ჯერ კიდევ 2015 წელს დაადანაშაულა. რუსეთის შს სამინისტროს განცხადებით, ის შეიარაღებული ფორმირების წევრი იყო და რუს ჯარისკაცებს ესხმოდა თავს.
არსენი იაცენუკის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 1994-95 წლებში ჩერნოვცახში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
2014 წლის 27 თებერვლიდან 2016 წლის აპრილამდე უკრაინის პრემიერის პოსტს იკავებდა. ის ამ დრომდე რჩება „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერად.
მასალის გამოყენების პირობები






