საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა პრეზიდენტის გარეშე? - რა პრინციპით დააკომპლექტა კობახიძემ კომისია
პოზიცია - 18:43, 03 May, 2017     2268
საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია. პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით, კომისია ცხრა წევრისგან დაკომპლექტდა.

საორგანიზაციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი. ექსპერტები: ვასილ გონაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი ეკა გიგაური და თორნიკე ჭეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით დამტკიცებულ ცხრა წევრში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ შეუყვანიათ.

მართალია, საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო განხილვებს დამოუკიდებლად აწარმოებდა, თუმცა ის თითქმის ყველა შეხვედრაზე აღნიშნავდა, რომ საკონსტიტიციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას.

რატომ არ გაითვალისწინა საპარლამენტო უმრავლესობამ, ქვეყნის პირველი პირის ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელის ჩართვა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიისიაში ჯერ უცნობია. შესაბამისად ჩნდება კითხვა - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მონაწილეობაზე უარს ეუბნება?

მმართველ პარტიაში ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვა, მიეცემათ თუ არა საორგანიზაციო კომისიის ფარგლებში, მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს.

კონსტიტიტუციონალისტების თქმით, "ოცნებას" არგუმენტად ის ფაქტი ნამდვილად არ გამოადგება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ბოლო 4 თვის განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდა, რადგან მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას საერთო არაფერი აქვს საკონსტიტუციო კომისიასთან, რომელიც სხვათაშორის ოპოზიციის სრულმა სპექტრმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. დეპუტატი 9 კაციან სიაში ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არჩასმაზე ამბობს, რომ: - „ისინი, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები არ არიან, არ ნიშნავს, რომ დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ“.

პარლამენტში მიმდინარე პროცესების პარალელურად კი საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მოლოდინშია - დღის ბოლოს გაირკვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საერთო სახალხო განხილვებში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება, თუმცა და რაფორმატით მოხდება პრეზიდენტის თუ მისი გარემოცვის ჩართვა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის საყოველთაო განხილვაში არ დაკონკრეტებულა.

პრეზიდენტის ადმინიტრაციის პოზიცია „ნიუპოსტთან“ ჯერ კიდევ დღის დასაწყისში პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიარია ჩიხრაძემ გააჟღერა.

ადმინისტრაციამ სააგენტოსთან საუბრისას პროცესში ჩართვისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და პრეზიდენტის მოლოდინი პარლამენტს პროცესებში ჩართვის შესახებ ისევ შეახსენა.

„მზად ვართ, რომ აქტიურად ჩავერთოთ საერთო სახალხო განხილვის პროცესში, ველოდებით პარლამენტისგან შემოთავაზებას, როგორი იქნება ეს შემოთავაზება, რა ტიპის წესი განისაზღვრება მერე უკვე შექმნილი კომისიის მიერ, ეს არის კომისიის საქმიანობა და წინმსწრებად განცხადების გაკეთება მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულია,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

თავის მხრივ მმართველ პოლიტიკურ ძალას კითხვები აქვს ადმინიტრაციასთან - თუ რა ფორმატით აპირებს ჩართვას გიორგი მარგველაშვილი საერთო სახალხო განხილვებში კობახიძესთნ ერთად.

„აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს, რა ფორმით ერთვებიან ისინი საერთო სახალხო განხილვებში. პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად თავად ივლის მოსახლეობასთან შეხვედრებზე თუ ამაში მისი წარმომადგენლები ჩაერთვებიან, თუ საუბარია სხვა ფორმაზე? დაკონკრეტების შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“- აღნიშნა მამუკა მდინარაემ.

მმართველი პარტიის ახალგაზრდა ლიდერის თქმით, საორგანიზაციო კომისია კონკრეტულ შეთავაზებას პრეზიდენტის მიმართ საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ხვალ გაახმოვანებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობას ბოიკოტს უცხადებს.

ენმ-ს შეფასებით, ისინი ხელისუფლება თავს "ფასადად“ არ გამოაყენებინებენ. ოპოზიციის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობს.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ეს არის ფორმალური. მათ უნდათ ჩვენ ფასადად გამოგვიყენონ და შექმნან ილუზუია, რომ თითქოსდა მთელი ქვეყანა საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად იხილავს კონსტიტუციას. რაიონებში სიარულისას უმრავლესობასთან ერთ სცენაზე უნდა ვიდგეთ და შევუქმნათ საზოგადოებას ილუზია, რომ ფარმონიულად ვთანამშრომლობთ“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ენმ-სგან განსხვავებული პოზიცია აქვს „ევროპული საქართველოს“ წევრებს, მათი თქმით ისინი ყველა ტრიბუნას გამოიყენებენ, რომ მოსახლეობას ესაუბრნონ, შესაბამისად ისინი საყოველთაო განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ ჩავერთვებით განხილვებში. ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ ხალხს ვკითხოთ რა იქნება უკეთესი“- განაცხადა სერგო რატიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, კონსტიტუციის დასაცავად მათ სხვადასხვა აქტივობები წამოიწყეს. ქვეყნის მთავარი დოკუმენტისა და დემოკრატიის დაცვის მიზნით შეიქმნა სამოქალაქო მოძროაბა „დაიცავი კონსტიტუცია“, რომელშიც რამდენიმე პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ. მოძრაობამ საგანგებო დეკლარაციაც შეიმუშავა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვამდე ორი დღე რჩება, თუმცა მანამდე კონსტიტიციაში შესატანი ცვლილებების ირგვლივ შეიძლება პოლიტიკურმა ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწიოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42