საპარტნიორო ფონდი კახეთში სასტუმრო „ლოპოტას“ აფართოებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:05, 03 May, 2017     3113
საპარტნიორო ფონდმა შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან“ პარტნიორთა შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სასტუმრო კომპლექსის გაფართოება მოიცავს დამატებით 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერენციო დარბაზს, შატოს, რესტორანს, კაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს.

„ლოპოტას სასტუმრო ადგილობრივი ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. იგი ერთნაირად პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამსვენებლებთა შორის. კურორტი ერთნაირადაა დატვირთული წლის ნებისმიერ დროს. საპარტნიორო ფონდისთვის ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიხარია, რომ ჩვენი გუნდი კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

პარტნიორთა შეთანხმების მიხედვით, ფონდი ერთობლივად დაფუძნებულ კომპანიაში განახორციელებს 5,400,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას.

საპარტნიორო ფონდმა „ლოპოტა ინვესტმენტთან“ ერთად უკვე დააფუძნა ერთობლივი კომპანია - შპს ლოპოტა. სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს კომპანია „სი აი სი“ (CIC), მშენებლობას ზედამხედველობას გაუწევს კომპანია - Colliers, ხოლო ინტერიერ/ექსტერიერზე კომპანია „არქიტექტურული ორკესტრი“ იმუშავებს.

სასტუმროს მომსახურე პერსონალის მზადება უკვე დაწყებულია. ამჟამად მშენებლობაზე რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. სასტუმროს გახსნა 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

შპს „ლოპოტა ინვესტმენტმა“ კახეთში, სოფელ ნაფარეულში, ლოპოტას ტბაზე მდებარე სასტუმრო კომპლექსის - „ლოპოტა“ განვითარება 2007 წელს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, სასტუმრო 100 ნომრიანია, რომელსაც 180 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი, 250 პერსონაზე გათვლილი რესტორანი, ოლიმპიური ზომის ღია საცურაო აუზი, სპორტული მოედნები (კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი), მინიგოლფის მოედანი, ღამის კლუბი, სპა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა აქვს. სასტუმრო ასევე ავითარებს საკუთარ მეურნეობას, სადაც ბიო პროდუქტების წარმოებას იწყებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 160 ადამიანი, საიდანაც 80 ადგილობრივია.

ტურიზმის სექტორი საპარტნიორო ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჟამად ფონდი ჩართულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს - „წინანდალი რედისონის“ პროექტის განხორციელებაში, რომელიც კახეთში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე შენდება, ფონდში განიხილება აბასთუმანსა და მესტიაში სასტუმროების მშენებლობის პროექტები.

ფონდი ასევე მუშაობს რამდენიმე რეგიონალური სასტუმროს პროექტის განხორციელებაზე. საპარტნიორო ფონდმა მარტის თვეში გახსნა 3 ვარსკვლავიანი Best Western-ის საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქ. ქუთაისში. მისი მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა 2015 წელს დაიწყო და იგი პირველი ბრენდირებული სასტუმროა იმერეთის რეგიონში.

ტურიზმის სექტორში, საპარტნიორო ფონდის მიერ დასრულებული პროექტებია -5 ვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი“ ლიკანში, „ჯინო ველნესი“ ახალციხეში, „როიალ ბატონი“ ყვარელში, და მულტიფუნქციური სპა გამაჯანსაღებელი კურორტი საირმეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42