საქმე ეხება ფოტოებს, რომლებზეც ჰერცოგინია ქეით მიდლტონი საცურაო აუზთან ბიუსტჰალტერის გარეშეა დაფიქსირებული.
როგორც გაირკვა, 2012 წლის სექტემბერში პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი საფრანგეთში ისვენებდნენ. ფრანგულმა ბულვარულმა გამოცემებმა Closer-მა და La Provence-მა სამეფო წყვილის პაპარაცული, დაბალი ხარისხის ფოტოები გამოაქვეყნეს.
აღნიშნულმა ფოტოებმა დიდ ბრიტანეთში მასობრივი აღშფოთება გამოიწვია. ბრიტანულმა ტაბლოოიდებმა კი მათ გამოქვეყნებაზე უარი განაცხადეს.
ფოტოების გავრცელებისთანავე სამეგო ოჯახმა ოფიციალურად მიმართა საფრანგეთის სასამართლოს და პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის ჟურნალის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა .
პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის ფრანგული სასამართლოს წინაშე 6 ადამიანი წარსდგა, მათ შორის ფოტოგრაფები , Closer-ისა და La Provence-ის რედაქტორები.
როგორც Closer-ის რედაქტორი ლორანს პიო აცხადებდა, ის გამოქვეყნებულ ფოტოებში პირადი ცხოვრების ხელყოფის ნიშნებს ვერ ხედავს და „ვერს შოკისმომგვრელს“ უწოდებს.
როგორც ფრანს პრესი წერს, ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ადვოკატის განცხადებით, ფოტოების გამოქვეყნება განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა პრინცი უილიამისთვის, მისი დედის, პრინცესა დაიანას გარდაცვალების გარემოებების გათვალისწინებით. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, პრინცესა დაიანას ავტომობილი ავარიაში სწორედ მაშინ მოჰყვა, როდესაც მძღოლი რეპორტიორებისგან დაწღევას ცდილობდა.
მასალის გამოყენების პირობები






