მოლაპარაკებების მთავარ თემას ივლისის დასაწყისში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ შეხვედრა, სირიასა და აღმოსაველთ უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები წარმოადგენდა.
მოლაპარაკებების შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს საკუთარი გავლენის გამოყენება სთხოვა ჩეჩნეთში, ჰომოსექსუალების უფლებების დასაცავად.
„მე ვისაუბრე იმ უარყოფით ანგარიშებზე, რომლებიც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების უფლებების დარღვევას ეხება და ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს, რომ საკითარი გავლენა გამოიყენოს, რათა უზრუნველყოს სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა“ - განაცხადა მერკელმა პრესკონფერენციაზე.
ჩეჩნეთში გეების უფლებების დარღვევაზე პუტინს კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, „ნოვაია გაზეტამ“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით „ღირსების მკვლელობები,“ რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთში, ჰომოსექსუალ მამაკაცებს „საკონცენტრაციო ბანაკებში“ ათავსებენ, სადაც მათ აწამებენ და უმოწყალოდ სცემენ. უფლებადამცველები აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც რუსულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ დაახლოებით 100 ჰომოსექსუალი მამაკაცი დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. მათგან სამი მოკლულია.
აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციის მიმართულებით მუქარის შემცველი ზარებიც განხორციელდა.
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა კი „ნოვაია გაზეტას“ ჩეჩნეთისა და „მათი სარწმუნოების მტრები“ უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






