სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება - ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შედეგები
მსოფლიო - 11:03, 03 May, 2017     5025

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები შეთანხმდნენ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ, რათა შეაჩერონ ქვეყანაში მიმდინარე ომი.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც აშშ-მა სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა, გუშინ პირველად შედგა. აღნიშნულის შესახებ თეთრმა სახლმა და კრემლმა შესაბამისი განცხადებები გაავრცელეს.

როგორც განცხადებებიდან ხდება ცნობილი, პრეზიდენტებმა სირიის გარდა კიდევ რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეა და ვადები თუ როდის შეხვდებიან ისინი პირისპირ.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია: „პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი შეთანხმდნენ, რომ სირიის მოვლენები ხანგრძლივ პროცესში გადაიზარდა და აღნიშნეს, რომ ქვეყნებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რომ ძალადობას წერტილი დაუსვან. კარგი საუბარი შედგა, რომელმაც მოიცვა უსაფრთხოებისა თუ დეესკალაციების საკითხები, ჰუმანიტარული ზონისთვის მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად“

კრემლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ გადაწყდა მოიძებნოს შესაბამისი გზები, რათა მიღწეულ იქნეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმტკიცება.

„მიზანი არის ის, რომ შეიქმნას პირობები სირიაში სიტუაციის რეალური რეგულაციისთვის“, - ნათქვამია ოფიციალური მოსკოვის განცხადებაში.

არცერთი უწყების განცხადებაში არ არის ნათქვამი, განიხილეს თუ არა პრეზიდენტებმა შორი რადიუსის რაკეტებით განხორციელებული სამხედრო იერიში.

თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა არის საუკეთესო გზა ჩრდილოეთ კორეაში „ძალიან საშიში პროცესის დასარეგულირებლად“.

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტებმა ტრამპის არჩევის შემდეგ მათი პირველი ოფიციალური შეხვედრის შესახებ ისაუბრეს, რომელიც G20-ის ფორმატში ჰამბურგში, მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში შედგება. აღნიშნულზე არაფერია ნათქვამი თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42