მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 მოსამართლე წევრს ფარული კენჭისყრით აირჩევენ. 3 ადგილზე, რომელზეც სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეები აირჩევა, წარმოდგენილია ოთხი კანიდატურა. რაც შეეხება დანარჩენ 4 ადგილს, აქ წარმოდგენილია 20 კანდიდატურა.
"ამ კანონის მიღების დედააზრი არ გამომდინარეობდა კვოტირების სისტემის შემოღებაში. ამ კენჭისყრაში 240-ვე მოსამართლეს აქვს მონაწილეობის მიღების უფლება, ოღონდ თანამდებობის შეთავების უფლება ექნება მხოლოდ სამს. ესენი განმარტავენ, რომ მარტო 11 კაცს აქვს კენჭისყრაში ნმონაწილეობის უფლება. იმის გამო, რომ არ მოხდეს აღრევა, თანამდებობის შეტავსების უფლების მქონე მოსამართლეებმა ცალკე უნდა დააყენონ კანდიდატურები. ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ თერთმეტ კაცს აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მაგრამ დანარჩენ 241 კაცსაც აქვს მონაწილეობის უფლება. ამიტომაც ამბობენ, რომ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას აქვს ადგილი," - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






