"დიახ, მოვიდა შეტყობინება სასაზღვრო სამსახურიდან, რომ მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია. ვინც საზღვარზე დგას დაბრუნდით ვლადიკავკაზში,"-წერს ხრიპკოვი.
რუსული მედიის ცნობით კი ქართველმა მესაზღვრეებმა რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და ახსნა-განმარტებების გარეშე, პასპორტში შტამპი "ანულირებულია" ჩაურტყეს.
"ჩავედი გუშინ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტზე დაახლოებით 22:00 საათზე, მივედი საზღვართან და დავინახე, რომ ცალკე დგანან მოტოციკლისტები, მე მაინც რიგში ჩავდექი და როდესაც მესაზღვრეს პასპორტი და მოტოციკლის საბუთი მივაწოდე, დამისვეს კითხვები თუ სად ვმუშაობ, 40 წუთში პასპორტი გამომიტანეს და მითხრეს უარი და რომ არ მაძლევენ საქართველოში შესვლის უფლებას,"-აცხადებს მოტოციკლისტი პაველ იარცევი.
"ღამის მგლები" ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუს ბაიკერთა კლუბია, რომელთაც პუტინის მეგობარ ბაიკერებად მოიხსენიებენ.
ყოველწლიურად, პუტინის მეგობარი რუსი ბაიკერები მოტოგარბენს აწყობენ, მიზანი კი „გამარჯვების დღის“ ბერლინში აღნიშვნაა. თუმცა, მარშრუტის განხორციელებისას მათ დაბრკოლებები ხვდებათ და ევროპული სახელმწიფოები საკუთარი საზღვრების გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.
საქართველოში "ღამის მგლების" შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით მანიფესტიც შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას ბაიკერების საქართველოში არ შემოშვებას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






