3 მაისის ანონსი
ანონსი - 18:36, 02 May, 2017     1989

09:30 საათზე - სასტუმროში Holiday Inn Tbilisi საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართება თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, რომელსაც ასევე დაესწრებიან ეკონომიკის სამინიტროს წარმომადგენლები. მის.: 26 მაისის ქ. #1, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი 598 544 415

10:00 საათზე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.

11:00 საათზე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრს გახსნის.

მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N31

11:00 საათზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის შეფასების თაობაზე კვლევის შედეგი.

მის: თბილისი კახიძის #15

11:00 საათზე - "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი.

თემა: რუსული პროპაგანდისტული მანქანა - ღამის მგლები.

მის: ორთაჭალა, გულიას 1

11:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმი ჩატარდება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო და კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაცია ამიერკავკასიაში ერთობლივად გამართავენ.

თემა: „დედობა: სოციალური, ეთიკური, სამედიცინო, ბიოლოგიური, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები“.

მის: გუდიაშვილის ქ. #3

11:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი მოსიძე და შოთა ხაბარელი, რუმინეთის ელჩის, რადუ ლივიუ ჰორუმბას მონაწილეობით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ლექციას ჩაატარებენ.

მის.: გორი, ჭავჭავაძის ქ. N53

11:30 საათზე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სტაჟირების საპილოტე პროგრამის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდება.

მისამართი: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ლეონიძის ქუჩა 3/5

12:00 საათზე - ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.

12:00 საათზე - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

მის.: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და ურბანული ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ბაბუნაშვილი პრეზენტაციას გამართავენ.

თემა: "თბილისის მეტროპოლიტენი: გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები".

მის: თავისუფლების მოედანი #2

13:00 საათზე - ფაბრიკაში გაიმართება პროექტის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ პირველი ფაზის დასრულების ღონისძიება.

15:00 საათზე - საპარტნიორო ფონდი შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან“ პარტნიორთა შეთანხმებას მოაწერს ხელს, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს.

შეხვედრას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა, დონორი ორგანიზაციების - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები, კერძო სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.

15:00 საათზე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება.

მის.: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8

15:00 საათზე - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

15:00 საათზე - სასტუმროში ”ბილტმორ თბილისი", პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი კესტუტის იანკაუსკასი გახსნილად გამოცხადებენ კონკურსს ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რომელიც 2017 წელს საქართველოში მეექვსედ გაიცემა.

19:00 საათზე - თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, ქეთევან ჭავჭანიძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: აღმაშენებლის გამზ. #73, „ილიას ბაღი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42