„ ევროკავშირი კარგი პროექტია და მასში გასაწევრიანებლად თურქეთმა ყველა პირობა შეასრულა, ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერმა უნდა მიიღონ”- განაცხადა ეზნერმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ახალი მოთხოვნა, რომელიც თურქეთში სიკვდილით დასჯის აკრძალვასაც გულისხმობს, პროვოკაციულია.
„თურქეთს ესმის, რომ ეს წითელი ხაზია. ეს არ არის კონსტრუქციული დიალოგი. ეს ერთი ქვეყნის დიალოგიდან გაგდების მცდელობას ჰგავს“ - დასძინა მან.
თურქეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოეწერა. 1987 წელს ოფიციალურმა ანკარამ ორგანიზაციის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მოლაპარაკებები კი, 2005 წელს დაიწყო. გასულ კვირას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ თურქეთის პოზიციას სიკვდილით დასჯისა და მასიური დაკავებების საკითხთან დაკავშირებით მიუღებელი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი აღნიშნულ საკითხს გადახედავს.
მასალის გამოყენების პირობები






