ტელეარხ HBO-ს ცნობილ სერიალ Veep-ის მეექვსე სეზონის მესამე ეპიზოდში საქართველოზეა საუბარი. ახალი სეზონი 30 აპრილიდან გადის ეთერში.
სერიალის მთავარი გმირი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სელენა მაიერი საქართველოში მიემართება, რათა ქვეყანას პირველი დამოუკიდებელი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში დაეხმაროს. სელენას მეგზურობას ოლეგ პერტაძე უწევს. სერიალის სცენარის მიხედვით, აშშ მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატ ნიკოლოზ გენიძეს, რომელსაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მურმან შალიკაშვილი მოწამვლას უპირებს.
საქართველოს შესახებ საუბრისას, ფილმის პერსონაჟები ახალ ამბებს ადევნებენ თვალს, ტელეეკრანზე კი „მოამბის“ რეპორტაჟი ჩანს.
Veep პოპულარული კომედიური ჟანრის სერიალია, რომლის მთავარი გმირი სელენა მაიერი ცოტა ხნის წინ გახდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მანამდე კი, სენატორი იყო.

წყარო 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები






