"ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმ ჯარისკაცთა სულები, რომლებიც ასე ტრაგიკულად დაიღუპნენ"
საზოგადოება - 14:08, 09 Jun, 2013     952

"დღეს მთელი საქართველო გლოვობს, დასტირის ჩვენს ჯარისკაცებს. შევთხოვთ უფალს, ნათელში დაამკვიდროს მათი სულები", - ბრძანა უწმინდესმა.

 

"ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ვინ ვართ და რა უნდა ვაკეთოთ, რათა მომავალი ბედნიერი იყოს. წმინდა ილია მართალმა თქვა - მამული, ენა, სარწმუნოება, რასაც ჩვენ დავუმატეთ – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. როდესაც ვხედავთ ჯარისკაცებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს, უნდა ვიფიქროთ, სათანადოდ ვუფრთხილდებით თუ არა ადამიანს. ადამიანი უნიკალური ქმნილებაა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყველაფერს ქმნის მხოლობით რიცხვში, ადამიანი კი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა, ხატება ღვთისა", - აღნიშნა უწმინდესმა.

 

პატრიარქმა მეცნიერ პავლოვის სიტყვებიც გაიხსენა - ადამიანს აქვს მცირე გონება, ანუ აზროვნება და დიდი გონება, ანუ გული. უწმინდესის თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ორივე უნდა მოქმედებდეს, რადგან ანალიტიკური აზროვნება აუცილებელია.

 

"ჩვენ შევწირეთ ჯერ სამი, შემდეგ შვიდი ჯარისკაცი. უნდა გავაკეთოთ ანალიზი, რატომ მოხდა ეს და რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. უფალმა მოგვცეს სულიერი და ფიზიკური ხედვა, რწმენა და ძალა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმ ჯარისკაცთა სულები, რომლებიც ასე ტრაგიკულად დაიღუპნენ და დაამკვიდროს იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ", - ბრძანა უწმინდესმა.

დაღუპულ ჯარისკაცთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დღეს 17 საათზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42