აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში მოგზაურობის მსურველ მოქალაქეებს, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.
ტექსტში ნათქვამია, რომ აშშ-ის მოქალაქეებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ევროპის კონტინენტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხის არსებობა, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონის მაოხლოებისას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საფრანგეთში, შვედეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთში მომხდარ თავდასხმებს იხსენებს და აცხადებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ ქაიდას“ „აქვთ იმის შესაძლებლობა, დაგეგმონ და განახორციელონ ტერორისტული თავდასხმები ევროპაში“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსალოდნელი საფრთხის შესაძლო სამიზნე წერტილებს სავაჭრო ცენტრები, სამთავრობო შენობები, სასტუმროები, ღამის კლუბები , ასეროპორტები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები წარმოადგენენ.
გაფრთხილების მოქმედების ვადა 1-ელ სექტემბრამდეა განსაზღვრული.
მასალის გამოყენების პირობები






