სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს - ეროვნული ბანკი
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:22, 02 May, 2017     1223
ეროვნული ბანკის ანგარიშში 2016 წელს სამომხმარებლო ფასების ცვლილებასთან დაკავშირებითაც არის საუბარი. სებ-ის განცხადებით საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითად ფუნქციას ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ ფუნქციის შესასრულებლად საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს.

სებ-ის ინფორმაციით 2016 წლის დასაწყისში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ოდნავ აღ ემატებოდა, მაგრამ ამ პერიოდიდან მოყოლებული დეკემბრამდე ის თითქმის მუდმივად მცირდებოდა და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდებოდა. სებ-ი აღნიშნული პროცესების მიზეზებზე საუბრობს:

„ინფლაციის ასეთ ტრაექტორიას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში აღსანიშნავია საბაზო ეფექტი: 2015 წელს დაფიქსირებული აქციზური გადასახადების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ და გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო სამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე (კერძოდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების მატებამ ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა განაპირობა. შესაბამისად, უკვე 2016 წელს, ამ ეფექტის ამოწურვის შემდგომ წლიური ინფლაცია შემცირდა. 2016 წლის განმავლობაში დაბალი ინფლაციის ერთერთი მიზეზი სუსტი შიდა მოთხოვნა იყო, რაც დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგს წარმოადგენდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გამოითვლება, მეტწილად იმეორებდა მთლიანი ინფლაციის ტრაექტორიას, თუმცა მისი დონე მთლიან ინფლაციასთან შედარებით მაღალი იყო, რასაც სურსათის ფასების ზრდის დაბალი ტემპი და საწვავზე ფასების შემცირება განაპირობებდა“- აღნიშნულია ანგარიშში.

სების განცხადებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი „სურსათის და უალკოჰოლო სასმელების“ ჯგუფია, რომლის წონა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით 31პროცენტს შეადგენდა. 2106 წლის დასაწყისიდან სურსათის ინფლაცია მცირდებოდა და წლის მეორე ნახევარში ნულოვან ნიშნულთან ახლოს იყო.2016 წელს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები წინა წელთან შედარებით ძირითადად შემცირებული იყო. შედეგად, მთელი წლის მანძილზე საწვავის ფასები ინფლაციის შემცირების მიმართულებით მოქმედებდა, თუმცა ივლისიდან ამ ფაქტორმა ამოწურვა დაიწყო, ხოლო დეკემბერში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო,საწვავის ფასები გაიზარდა და წლიურ ინფლაციაში მისმა წვლილმა 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„მიწოდების ფაქტორებიდან საყურადღებოა სამომხმარებლო კალათაში შემავალ იმპორტირებულ საქონელზე დაფიქსირებული ფასების ცვლილების დინამიკა. სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს. 2016 წლის განმავლობაში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლის დასაწყისთან შედარებით ძირითადად მყარდებოდა; შედეგად, იმპორტირებული საქონელი წლის განმავლობაში საშუალოდ იაფდებოდა. თუმცა, დეკემბერში იმპორტირებული საქონლის ინფლაციამ 1.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი წვლილი საერთო ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც წინა თვეში ეს მაჩვენებელი -0.7 პროცენტული პუნქტს უტოლდებოდა. ამ ცვლილებაში საწვავზე ფასების მატების წვლილი ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, 2016 წლის დეკემბერში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, რამაც ასევე გარკვეული გავლენა იქონია ინფლაციის მატებაზე.“- აღნიშნულია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42