"2016 წლის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო"- ეროვნული ბანკის ანგარიში
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:09, 02 May, 2017     1595
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს 2.7 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მომსახურების დარგებს (1.5 პროცენტული პუნქტი – პროცენტული პუნქტი) მიუძღვის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული დარგების წვლილი (1.2 პროცენტული პუნქტი). აღნიშნულ საკითხზე საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშში.

სებ-ის ინფორმაციით ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი სამშენებლო დარგი იყო, რომელიც წლის განმავლობაში 8.1 პროცენტით გაიზარდა და ყველაზე დიდი, 0.6 პროცენტული პუნქტის ტოლი, წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. მშენებლობის ზრდა მაღალი იყო როგორც მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე კერძო სექტორის მშენებლობების შედეგად, რომელთაგან აღსანიშნავია ბრიტიშ პეტროლეუმის (British Petroleum) ახალი მილსადენის პროექტი.

„მშპ-ს ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი (0.4 პროცენტული პუნქტი) შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ. 2015 წლისგან განსხვავებით, ამ დარგმა 2016 წელს მატება (4.8 პროცენტი) აჩვენა და ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. წლის მეორე ნახევარში მომატებულმა საგარეო მოთხოვნამ დადებითად იმოქმედა ექსპორტზე და ვინაიდან ძირითადი საექსპორტო პროდუქცია დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის, ექსპორტზე მოთხოვნის ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის ზრდა განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის IV კვარტალში სამთო-მოპოვებითი მრეწველობა შემცირდა, წლის პირველ ნახევარში არსებული მაღალი ზრდის ტემპის გამო, მთლიანად წლის განმავლობაში ის მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა და მის ზრდას ძირითადად ოქროს ექსპორტი განაპირობებდა.

უმსხვილესი დარგის, ვაჭრობის ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 1.8 პროცენტი შეადგინა. ვაჭრობის ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგანაც ამ დარგში კერძო სექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი მუშაობს. 2016 წელს აღსანიშნავია საფინანსო საქმიანობის დარგის მაღალი ზრდა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის ზრდაში (ზრდა 9.3 პროცენტი; წვლილი - 0.3 პროცენტული პუნქტი). წლის განმავლობაში (განსაკუთრებით მეორე ნახევარში) მცირდებოდა საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, რამაც გაზარდა მოთხოვნა სესხებზე, განსკუთრებით უძრავი ქონების ბაზრის მხრიდან. შედეგად, წლის განმავლობაში ამ უკანასკნელი დარგის ზრდამ 6.8 პროცენტი შეადგინა (წვლილი მშპ-ს ზრდაში - 0.4 პროცენტული პუნქტი). სასტუმროები და რესტორნების დარგში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, რაც ზოგადად ტურიზმის და ტურისტული შემოსავლების მატების შედეგია. მომსახურების სექტორიდან აღსანიშნავია სატრანსპორტო მომსახურების დარგის შემცირება, რაც ძირითადად სარკინიგზო გადაზიდვების ხარჯზე მოდის.“- აღნიშნულია სებ-ის ანგარშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42