სები 2016 წლის ეკონომიკის მნიშვნელოვან გამოწვევად დოლარიზაციის მაღალ დონეს ასახელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:56, 02 May, 2017     1455
ეროვნული ბანკის ინფორმაციით წინა წლების მსგავსად, 2016 წელსაც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან გამოწვევას დოლარიზაციის მაღალი დონე წარმოადგენდა. „დოლარიზაციის დაბალი დონე მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად. 2016 წლის ბოლოს მდგომარეობით სესხების დოლარიზაციის დონე 65.2 პროცენტი, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია 71.4 პროცენტი იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდას, სავალუტო რისკების ადექვატურ გადანაწილებასა და ლარით ფასდადების ხელშემწყობ ღონისძიებებს მოიცავს. ლარიზაციის წასახალისებლად საჭიროა ბაზარზე გრძელვადიანი ლარის რესურსის არსებობა. ამისათვის კი მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარება და ბაზარზე ეროვნული ვალუტით დენომინირებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების მზარდი მოცულობის არსებობა. ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ კაპიტალის ბაზრების განვითარების ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს. ლარის გრძელვადიანი რესურსის ზრდას დაგეგმილი საპენსიო რეფორმის განხორციელებაც შეუწყობს ხელს, რადგანაც გაიზრდება მოთხოვნა გრძელვადიან ინსტრუმენტზე და, შესაბამისად, კაპიტალის ბაზარზე გრძელვადიანი ლარის რესურსი გაჩნდება. ამასთანავე, საპენსიო რეფორმა ლარის დანაზოგებს გაზრდის. შედეგად, შემცირდება სხვაობა ინვესტიციებსა და დანაზოგებს შორის, რაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსს გააუმჯობესებს.“- აღნიშნულია ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42