ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომელი, დეტროიტის ბიუროს თარჯიმანი, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციასთან ჰქონდა წვდომა, ცოლად ტერორისტს გაჰყვა.
როგოც CNN იტყობინება, მას რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის საქმიანობა უნდა შეესწავლა. ქალი 2014 წელს სირიაში მალულად გაემგზავრა და ტერორისტს ცოლად გაჰყვა.
როგორც გამოცემა წერს, მან ხელმძღვანელობას გამგზავრების მიზანი და დანიშნულების ადგილი არ გაუმხილა, ქმარი კი მოატყუა, რომ რომ FBI-ს დაკვირვების ქვეშ იყო.
როგორც გაირკვა, ტერორისტი წარმოშობით გერმანელია და ანამ ISIS-ის მიმდევარი გახდებოდა, რეპით იყო გატაცებული.
იგი ხშირად ჩნდებოდა ISIS-ის პროპაგანდისტულ ვიდეოებში, მათ შორის ადამიანების სიკვდილით დასჯის სცენებშიც.


CNN-ის ინფორმაციით, FBI-ს თანამშრომელი მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და შტატებში დაბრუნდა, სადაც დააპატიმრეს, თუმცა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, მხოლოდ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მასალის გამოყენების პირობები






