„წინა ინტერვიუში აღვნიშნეთ, რომ აპრილის შუა რიცხვებამდე მძიმე პერიოდი იქნებოდა. ეს უმძიმესი პერიოდი გავიარეთ. ახლა უკვე იმ შეცდომების შედეგს მოვიმკით, რომელიც ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში დავუშვით. ჯერ წინ არის ყველაფერი. არ იქნება მშვიდი შემოდგომა. ივნისიდან აგორდება პროტესტები, მთავრობაში კარუსელები დატრიალდება და ყველაფერი გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლით დასრულდება. ნუ დაგვავიწყდება , რომ მამლის რევოლუციური წელიწადია! ჯერ არ ჩანს ახალი ლიდერები, მაგრამ ლოგიკური კანონზომიერებით ეს აუცილებლად მოხდება და სავარაუდოდ წლის მეორე ნახევრისთვის უნდა ველოდოთ! შეცდომა იყო თავის დროზე ღარიბაშვილის კვირიკაშვილით ჩანაცვლება, ხომ ხედავთ. არ მოდის პრემიერიდან ის ენერგეტიკა და ქარიზმა, რაც ქვეყნის ლიდერს სჭირდება.“- აცხადებს მიხეილ ცაგარელი.
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






