„ეს შინაგანი განწყობიდან მოდის, თუმცა გენეტიკაც მნიშვნელოვანია. კალენდარულ ციფრებს არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას და არც ახლა ვაქცევ. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმის გამო რომ 40 წლის გახდნენ, დეპრესიაში ვარდებიან. სტეფანემ რაღაც წესი იცის და მამოწმებს ბოტოქსი გაკეთებული მაქვს თუ არა, მერე დაასკვნის ხოლმე, არ გაქვს ბოტოქსიო. ბავშვის ტრაკივით გაქვს სახეო, ასე მეუბნება და მერე ამოწმებს, ნამდვილად ბავშვის ტრაკია თუ ჩემი სახე.“- აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
თავის ახალგაზრდულ გარეგნობას გაბუნია იმასაც უკავშირებს რომ მას არასოდეს არავინ ყვარებია, ამიტომ სასიყვარულო დარდს მის გარეგნობაზე არ უმოქმედია:
„არაფერი ხდება, ამას ყოველ წელს მეკითხებიან და მაინც არაფერი ხდება, ამიტომაც გამოვიყურები ასე ახალგაზრდულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა ვიქნებოდი დაქიშმიშებული. „ვაიმე, რატომ არ დამირეკა? ახლა ჩემზე ფიქრობს თუ სხვა რაღაცაზე?- ეს დარდი არ შემიძლია.
არასოდეს მყვარებია, ამიტომაც ვარ ასე კარგად. სამაგიეროდ მე ვუყვარვარ ხოლმე მათ“- აცხადებს გაბუნია.
წყარო „სარკე“
მასალის გამოყენების პირობები






