პუტინის მეგობარი ბაიკერები - ვინ არიან "ღამის მგლები", რომლებიც საქართველოსკენ მოემართებიან
მსოფლიო - 15:44, 01 May, 2017     26936
იმ ფონზე, როცა ევროპული სახელმწიფოები ვლადიმირ პუტინის პირად ბაიკერებად წოდებულ “ღამის მგლებს", ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი მარშრუტის განხორციელებისას, საკუთარი საზღვრების გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ, “რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირი” ბაიკერებს საქართველოში ეპატიჟება, თანაც ხელისუფლებისგან რუსი ბაიკერებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით აღნიშნულს, სპეციალური კომისია შეისწავლის. იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს ხელს შეუშლის, კომისია სამინისტროს მიმართავს და უწყება შემდეგ იმოქმედებს.

ამასობაში კი, პოლონეთმა წელს უკვე მესამედ უთხრა უარი "ღამის მგლებს" ქვეყანაში შესვლაზე. თუკი კომისიამ ქვეყნის სუვერენული ინტერესების ხელისშემშლელი ფაქტორები დროულად ან საერთოდ ვერ აღმოაჩინა, "ღამის მგლების" მიღება წელსაც მოგვიწევს.

ბაიკერები საქართველოში 2015 წელსაც იყვნენ. მათი ვიზიტი კიდევ უფრო მძაფრი და შეუარცხმყოფელი ე.წ. "გეორგიევსკის ლენტებმა" გახადა, რომელსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს. ორფეროვანი ლენტი იმპერიალისტური რუსეთის რწმენას და დიდი რუსეთის დაბრუნების იდეას გამოხატავს.

მიუხედავად აკრძალვებისა, ყოველწლიურად, პუტინის მეგობარი რუსი ბაიკერები მოტოგარბენს აწყობენ, მიზანი კი „გამარჯვების დღის“ ბერლინში აღნიშვნაა.

"ღამის მგლები" რომ ბაიკერთა ჩვეულებრივი გაერთიანება არ არის, ამაზე აღარავინ დაობს. ქვეყნის პრეზიდენტთან პირდაპირი კომუნიკაციის ფუფუნება, რიგით ბაიკერებს არ აქვთ, განსხვავებით "ღამის მგლებისგან", რომლებსაც იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ მზად არის მათ გამო უცხო ქვეყნის ლიდერი ოთხი საათის განმავლობაში ალოდინოს. ამაზე მოგვიანებით, ახლა კი -

ვინ არიან „ღამის მგლები“?

"ღამის მგლები" რუს ბაიკერთა კლუბია, რომელიც საბჭოთა კავშირში 1989 წელს შეიქმნა. „კლუბი“ თავდაპირველად 15 ადამიანისგან შედგებოდა. თანდათანობით, მათი რაოდენობა გაიზარდა, გაიზარდა დაფინანსებაც, რაც წარმოუდგენელი მასშტაბის მოტოსეზონების გახსნა-დახურვაში, როკ კონცერტების ჩატარებაში და მოტოციკლეტების მოდელებში აისახა.

2007 წლიდან კლუბში ხისტი პოლიტიკის გატარება დაიწყო, რაც მკაცრ იერარქიასა და ახალ წესდებაში გამოიხატა. ბაიკერებს სათავეში ალექსნდრ ზალდოსტანოვი იგივე „ქირურგი“ ჩაუდგა.

მსოფლიოში, ბაიკერებს ხულიგნების რეპუტაცია აქვთ. თუმცა, როგორც თავად აცხადებენ „მართლმადიდებელი ბაიკერები არიან, რომლებიც პოლიტიკისგან და საზოგადოებრივი აქტივობისგან ძალიან შორს არიან,“ თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს,

„კლუბს“ ვლადიმირ პუტინის დაჯგუფებად მოიხსენიებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, "ღამის მგლებს" სწორედ ხელისუფლება აფინანსებს.

ლიდერი „მგელი“ რომ პუტინის ერთგულია, ამაზე მისი ინტერვიუებიც მეტყველებს.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პრეზიდენტს ვერავინ მიუახლოვდეს. ჩემთვის ძალაუფლების, მხარდაჭერისა და იმედის გარანტი ვლადიმირ პუტინია“ - ამბობდა „ქირურგი.“

ერთგულებაც დაუფასდა. 2011 წელს ვლადიმირ პუტინმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა "ახალგაზრდების განმანათლებელი პატრიოტული ქმედებების" გამო. ორდენოსანი „ქირურგი“ პროპაგანდირტული ტელეარხის „ზვეზდას“ დირექტორთა საბჭოს წევრია და აქტიურად მონაწილეობს ანტიუკრაინულ მოძრაობაში.

2012 წელს, პუტინმა ოთხი საათით დააგვიანა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრაზე დაგვიანების მიზეზი „ქირურგთან“ და დანარჩენ ბაიკერებთან შეხვედრა გახდა.

იმავე წლის ოქტომბერში, „ღამის მგლებმა“ 3,7 მილიონი რუბლის ოდენობის სახელმწიფო გრანტი მიიღეს, არც მეტი არც ნაკლები, საახალწლო ღონისძიებებისთვის.

თავად 54 წლის ზალდასტანოვი ბაიკერ-ცენტრის მფლობელია, სადაც განლაგებულია ღამის კლუბი „სექსტონი“, ბარ-რესტორანი, საცეკვაო დარბაზი, ლაუნჯ ზონა და სასტუმრო, რომელსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მოაქვს.

გარდა ამისა, კლუბში მართლმადიდებლური სიმბოლიკები და ტანისამოსიც იყიდება, რომელიც რუსეთის პატრიარქის კირილეს პატრონაჟით სარგებლობს.

„ღამის მგლები“ ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც პუტინის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას დაუჭირეს მხარი. სევასტოპოლის ადმინისტრაციასთან მორიგეობის რეჟიმიც დააწესეს, იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინელი აქტივისტები შენობას მიუახლოვდებოდნენ. ოკუპირებულ ყირმში მოტოგარბენიც მოაწყვეს და აღმოსავლეთ უკრაინაში მოგზაურობის ამსახველი ფოტოებზე მალევე გაჩნდა ჰეშთეგი „რუსული გაზაფხული.“ თავად ზალდასტანოვის თქმით, ლუგანსკსში პირველი ბარიკადი და საკონტროლო გამშვები პუნქტი „მგლებმა“ ააშენეს. „ღამის მგლები“ იყვნენ ასევე რუსეთში ანტიმაიდნის ორგანიზატორები.

აღნიშნულ ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია სანქციების დაწესებით გამოიხატა.

2014 წელს აშშ-მა „ღამის მგლებსა“ და პერსონალურად ზალდასტანოვს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. უკრაინაში პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის 2015 წლის თებერვაში „ქირურგს“ კანადაში შესვლა აეკრძალა.

ევროპის ქვეყნებში, „ღამის მგლების“ წევრების ხშირად ეხვევიან უსიამოვნებებში, არც სამართალდამცავებთან პრობლემების დეფიციტს განიცდიან. "ღამის მგლების" ყველაზე ცნობილი წევრები არიან:

ალექსანდრ ზალდასტანოვი, მეტსახელად ქირურგი - ზალდასტანოვი „ღამის მგლებს“ 2007 წელს ჩაუდგა სათავეში. პროფესიით ქირურგ ბაიკერს, მეტსახელიც ისევე მალე მოუფიქრეს, როგორც მან მოიპოვა რუსეთის პრეზიდენტის კეთილგანწყობა და მოგვიანებით ღირსების ორდენი.

რამზან კადიროვი - ჩეჩნეთის ლიდერი, "ღამის მგლებს" 2014 წელს შეუერთდა. კადიროვისა და პუტინის მეგობრობა უცხო არავისთვისაა. მეგობრული ხელი გაუწოდეს ერთმანეთს კადიროვმა და „ქირურგმაც.“

გახმაურებული ფაქტები "ღამის მგლების" შესახებ:

ბაიკერები საკუთარ თავს „მართლმადიდებელ ყმაწვილებად“ მოიხსენიებენ.

2008 წლის გზაფხულზე ბაიკერებმა პირველად მიიღეს აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ აქციაზე, როდესაც მოსკოვში, საპრეზიდენტო არჩევნებში დმიტრი მედვედევის გამარჯვების აღსანიშნავ კონცერტს დაესწრნენ.

2009 წლის ივლისში დიაკონ ანდრეი კურაევისა და „ღამის მგლების“ მონაწილეობით , სევასტოპოლში „წმინდა მსვლელობა“ გაიმართა.

2009 წლის დეკემბერში, „ღამის მგლების“ მოსკოვის ფრთამ განაცხადა, რომ მოსკოვის მართლმადიდებელი წმინდა თომას ეკლესიის არაოფიციალური მცველები ხდებიან.

2011 წელს ვლადიმერ პუტინი პირადადაც მონაწილეობდა ბაიკერების მსვლელობაში.

2012 წლის აპრილში მოაწყვეს მოტოგარბენი „პატრიარქ კირილის, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ტრადიციური ღირებულებების დასაცავად“ ლოზუნგით: „ესროლო პატრიარქს, ნიშნავს რუსეთი ამოიღო მიზანში;“ „რწმენა, ეკლესია, სამშობლო,“ „რუსეთი მარად.“

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერმა „ღამის მგლებმა“ 2014 წლის თებერვალში სევასტოპოლის ადმინისტრაცია დაცვის ქვეშ აიყვანეს.

უკრაინაში პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის 2014 წელს აშშ-მა „ღამის მგლებსა“ და პერსონალურად ზალდასტანოვს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

2015 წლის თებერვალში კი „ქირურგს“ კანადაში შესვლა აეკრძალა.

2015 წელს “ღამის მგლები” ჰიტლერზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვიდან ბერლინის მიმართულებით დაიძრნენ. მათ მოახერხეს შესვლა სლოვაკეთის, ასევე ავსტრიის ტერიტორიაზე, თუმცა კლუბის 10-მდე წარმომადგენელი, რომელიც ბერლინის მიმართლებით მიდიოდა, მაისის დასაწყისში პოლონეთმა საკუთარ საზღვარზე არ შეუშვა, გერმანიამ კი ვიზები გაუუქმა.

2016 წლის მაისში "ქირურგი" „ღამის მგლებთან“ ერთად 9 მაისის აღსანიშნავად ჩეხეთში ჩავიდა. სადაც , მათი ვიზიტის წინააღმდეგ შეკრებილმა მოქალაქეებმა ის სასტიკად სცემეს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42