ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 60%-ით გაიზრდება.
დოიჩე ველეს ცნობით, ამის შესახებ მადურომ ტრადიციულ საკვირაო სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
„მე უნდა ვიზრუნო, რომ ადამიანებს ჰქონდთ სამუშაო, განათლება, ჯანდაცვა და თავშესაფარი.
გადავწყვიტე საარსებო მინიმუმის, პენსიისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის მოხელეებისთვის, ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის, პედაგოგებისთვის საპროცენტო განაკვეთის გაზრდა" - განაცხადა პრეზიდენტმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მადურომ მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომელიც ვენესუელაში უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოქმედი პრეზიდენტი ხელისუფლების უზურპაციას ცდილობს და სწორედ ამიტომ აუკრძალეს ოპოზიციის ლიდერს, ენრიკე კაპრილესუს საჯარო პოზიციაზე კენჭისყრა ბოლო 15 წლის განმავლობაში.
აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ შეტაკებებს 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ასობით აქტივისტი.
თავად პრეზიდენტი აქციებს სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
მასალის გამოყენების პირობები






