ამის შესახებ მან Mirror-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“ბრექსითი პოლიტიკაში ჩართვისთვის ჩემი პირდაპირი მოტივაციაა. ხელების გასვრაა საჭირო და მე ამას გავაკეთებ“- განაცხადა ბლერმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბლერის არ სურს, ამ ისტორიული მოვლენის დროს, პროცესისგან განყენებული იყოს.
ტონი ბლერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერის პოსტს 1997-2007 წლებში იკავებდა.
შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი გასული წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლისაბონის 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ ოფიციალურ წერილს ხელი 29 მარტს მოაწერა, რითაც ბრექსითი ოფიციალურად დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






