ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.
განცხადების თანახმად, პრეზიდენტებმა დუტერტეს მიერ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ორ ქვეყნას შორის ურთიერთობა, ასევე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებული საფრთხეები განიხილეს.
აღსანიშნავია, დასავლელი ლიდერები ფილიპინების პრეზიდენთან ურთიერთობის სურვილს არასოდეს გამოხატავენ, რომლის ქმედებების არაერთხელ დაგმო საეთაშორისო საზოგადოება, მისი მკაცრი ანტინარკოტიკული კამპანიის გამო, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტი დუტერტე აშშ-სა და ფილიპინებს შორის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად თეთრ სახლში მიიწვია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ამ ეტაპზე პოზიტიურად ვითარდება“- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტად 2016 წლის 30 ივნისს აირჩიეს და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ნარკომაფიასთან სასტიკი ბრძოლა გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყანაში 6 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
გასული წლის დეკემბერში მან აღიარა, რომ ნარკომოვაჭრეები პირადად მოუკლავს.
უფლებადამცველთა და დაღუპულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხშირად მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანები ხდებიან.
დანაშაულთან ბრძოლის დუტერტეს მეთობეს აკრიტიკებდა ტრამპის წინამორბედი, პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. შედეგად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა.
ფილიპინების ლიდერმა ბარაკ ობამას ორჯერ საჯაროდ უწოდა "ნაბიჭვარი" და განაცხადა, რომ აშშ-ში არასოდეს ჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






