ამის შესახებ შეერთებული შტატების არმიის ოფიციალურ ანგარიშშია საუბარი.
თავდაცვის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში „სავარაუდოდ“ 352 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 40-ზე მეტ შემთხვევაზე კი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვას ეხება, ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს.
კოალიცია აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტამდე 20 205 ავიაერიში განხორციელდა.
განსხვავებულია დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის „ეარვარსის“ სტატისტიკა. ორგანიზაციის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ავიაიერიშებს 3 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
პენტაგონი მწუხარებას გამოვთქვამს სამოქალაქო პირების უნებლიე დაღუპვის გამო. კოალიციამ, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები უდგას, დაჯგუფებაისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სპეცოპერაცია 2014 წელს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






