ცნობილი ალპინისტი, ული შტეკი, რომელსაც მწვერვალების სწრაფი დალაშქვრის გამო "შვეიცარული მანქანა" უწოდეს, ევერესტზე აკლიმატიზაციის პროცესის დროს დაიღუპა.
ამჯერად ალპინისტი მწვერბალის დალაშქვრას ალტერნატიული მარშუტითა და ჟანგბადის ბალონის გარეშე აპირებდა.
ნეპალის ალპინიზმის ფედერაციის განცხადებით, სავარაუდოდ შტეკს ფეხი დაუცდა. მისი ცხედარი ვერტმფრენით კატმანდუში გადაიტანეს.
26 აპრილს ალპინისტი ფეისბუქის გვერდზე წერდა, რომ ერთი დღის განმავლობაში მან საბაზო ბანაკიდან 7 ათას მეტრ სიმაღლეზე ავიდა და უკან დაბრუნდა. მისი განცხადებით, აქტიური ალიმატიზაცია საუკეთესოა დიდ სიმაღლესთან ორგანიზმის მიჩვევისათვის.
შტეკს რამდენიმე რეკორდი აქვს დამყარებული მთის სწრაფი დალაშქვრაში. 2012 წელს იგი უკვე ავიდა ევერესტზე ჟანგბადის ბალონის გარეშე, ხოლო 2015 წელს მან 62 დღის განმავლობაში ყველა, 4 ათას მეტრზე მაღალი 82 ალპური პიკი დალაშქრა. ამავე წელს მან ერთერთი ყველაზე ცნობილი მწვერვალი ეიგერის ჩრდილო კედელი 2 საათსა და 47 წუთში დალაშქრა, რაც ფაქტიურად ზებუნებრივი მონაცემია.
მასალის გამოყენების პირობები






