ტრამპის მორიგი დარტყმა რუსეთს - განკარგულება, რომელიც ნავთობზე ფასების ვარდნას შეუწყობს ხელს
მსოფლიო - 16:17, 30 Apr, 2017     48985

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კომპანიებს უფლება ეძლევათ ამერიკის სანაპირო შელფზე ნათობის მოპოვება აწარმოონ, ამავე განკარგულებით, ნებადართულია ე.წ. ფიქალის გაზისა და ნავთობის მოპოვება და მისი მოპოვების ტექნოლოგიური გაუმჯობებესების კვლევების გაგრძელება.

აღნიშნული განკარგულების ხელმოწერის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი ხელს შეუწყობს აშშ-ს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას, მის გადაქცევას მსოფლიო ენერგეტიკულ ლიდერად, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, რაც მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ნავთბმომპოვებლებს უფლება ექნებათ განაახლობ მუშაობა მექსიკის ყურეში, ბარენცისა და ჩუკოტკის ზღვებში, ასევე ატლანტის ოკეანეში. აშშ-ს ვაჭრობის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ლიცენზიების სწრაფ გაცემას. ტრამპი აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ენერგეტიკის გაიაფებას და ხელმისაწვდომობას.

ტრამპის მიერ მოყვანილი არგუმენტები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა აქ უფრო მეტად ყურდასაღები მისი შედეგებია - აშშ-ში ნავთობმოპოვების განახლება, ექსპერტების აზრით, მის ფასს 30-35 დოლარამდე დასცემს.

დღეისათვის აშშ დღე-ღამეში 16,2 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს, აქედან იმპორტის წილი 7,3 მლნ. ბარელია. ქვეყანაში ნავთობმოპოვების აღდგენის შემდეგ, 2 წელიწადში ეს მაჩვენებელი 5,7 მილიონ ბარელამდე ჩამოვა, ხოლო ფიქალის გაზისა და ნავთობის წარმოების ამოქმედების შემდეგ, აშშ ნავთობმოპოვების მაჩვენებლებით საუდის არაბეთშ გაუტლდება (9,9 მლნ ბარელი დღეში).

"ჩვენ ტყუილად ვკვებავთ OPEC-ს (მსოფლიოს ნავთობმომპოვებელ ქვეყანათა ორგანიზაცია), ნავთობი 25 დოლარზე მეტი არ უნდა ღირდეს,"- წერდა თავის ტვიტერში ტრამპი ჯერ კიდევ 2012 წელს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის გამარჯვებამ ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში ჩააფიქრა OPEC-ი. ნავთობწარმოება განწირულია, - ასე გამოეხმაურა ორგანიზაციის ერთერთი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მის არჩევას.

განსაკუთრებით მძიმე დღეში აღმოჩნდება რუსეთი, რომლის ეკონომიკაც მთლიანად ნავთობის გაყიდვაზეა დამოკიდებული. ტყუილად არ წერდნენ ეკონომიკის ექსპერტები, რომ ტრამპისა და რესპუბლიკელების გამარჯვება ტყუილად უხარიათ კრემლში - მისი პოლიტიკის შედეგად ნავთობზე ფასები დაეცემა და დოლარის კურსი აიწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42