გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის „კარგი სამუშაო ურთიერთობები“ ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მათ საკმაოდ დაძაბული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, რამაც ჩამოაყალიბა აზრი აშშ-გერმანიას შორის საკვანძო პარტნიორობის მიმართებით პრობლემის შექმნის შესახებ.
„პრეზიდენტ ტრამპსა და მე ჩამოგვიყალიბდა კარგი სამუშაო ურთიერთობა, რაც არ გამორიცხავს სხვადასხვა შეხედულებების არსებობას. როდესაც ერთმანეთს ვესაუბრებით, მაგალითად, ვსაუბრობთ საერთო სტრატეგიის შექმნაზე უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად ან ვსაუბრობთ სასტიკ ომზე სირიაში, ასევევ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ან კატასტროფულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე უემენში - ყველა ეს კონფლიქტი ევროპის ზღურბლზე გადის. თუ გვსურს ამ პრობლლემების გადაჭრა, თუ გვსურს დავეხმაროთ ადამიანებს, ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აქტიური ჩართულობა გვჭირდება“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
მასალის გამოყენების პირობები






