„ევროკავშირის ერთიანობა დიდი ბრიტანეთის ინტერესებში შედის“ - დონალდ ტუსკი
მსოფლიო - 12:47, 29 Apr, 2017     1595

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირის ბლოკიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესის დასრულება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი ერთიანი დარჩება, შესაბამისად ევროკავშირის ერთიანობა დიდი ბრიტანეთის ინტერესებში შედის.

ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას ტუსკმა გაიმეორა, რომ 27 ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირში იმყოფებიან, ლონდონთან „ახლო და ძლიერი სამომავლო ურთიერთობისკენ“ იღწვიან.

„ამაში არავითარი ეჭვი არ არსებობს, მაგრამ მანამ სანამ მომავალს განვიხილავთ, ჩვენს წარსულში უნდა გავერკვეთ, ჩვენ მას სამართლიანად გავუმკლავდებით. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა წინსვლის გასაგრძელებლად“, - განაცხადა მან, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ფინანსური ვალდებულებები იგულისხმა ევროკავშირის ბიუჯეტთან მიმართებით.

„ჩვენ ერთიანნი უნდა ვიყოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ მოლაპარაკებების დასრულებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ერთიანობა დიდი ბრიტანეთის ინტერესებშიც არის. ეს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. კომისიამ უკვე მოამზადა ზუსტი და დეტალური სია იმ ადამიანებისა, რომელთა დაცვაც ჩვენ გვსურს“, - განცხადა ტუსკმა.

მისივე თქმით, ამ პოზიაციას 27-ვე ქვეყნის ხელისუფლება იზიარებს:

„ვიცი, რომ ეს რაღაც უნიკალურია, მაგრამ დარწმუნებული, ვარ რომ ეს არ შეიცვლება“, - დასძინა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42