მასობრივი გაფიცვა ბრაზილიაში არეულობებში გადაიზარდა - დამწვარი მანქანები და განადგურებული ინფრასტრუქტურა
მსოფლიო - 11:09, 29 Apr, 2017     1980

მასობრივი გაფიცვა ბრაზილიაში არეულობაშ და დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასობრივი გაფიცვა ქვეყანაში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. გაფიცვაში მონაწილეებმა ავტობუსები და ავტომობილები დაწვეს რიო დე ჟანეიროს ცენტრში. გზებზე აქტივისტებმა ბარიკადები ააგეს, სხვადასხვა მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ვარნადალიზმის მსხვერპლი გახდნენ.

დიდი ხნის განმავლობაში გაფიცვა საკმაოდ მშვიდობიან სახეს ატარებდა. ადამიანების დიდი რაოდენობა, გაფიცვას არ უერთდებოდა, მაღაზიები, სკოლები და სხვადასხვა ორგანოები დახურული იყო.

პროფკავშირებმა გაფიცვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ქვეყანაში წამოწყებული საპენსიო რეფორმა დაასახელეს.

ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ ტემერმა რიოში მომხდარი ვანდალიზმის გამო შეშფოთება გამოთქვა. თუმცა, აღნიშნა, რომ ქვეყნის მოდერნიზაციისთვის ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს.

მისი თქმით, ბრაზილიის მუშათა კლასი და ხელისუფლება ერთად მუშაობს, რათა ქვეყანა მისი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი კრიზისიდან გამოიყვანონ.

პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის უღარიბესი ფენა დიდ დარტყმას მიიღებს საპენსიო ასაკის გაზრდითა და დახმარებების შემცირებით.

ხელისუფლების თქმით, დაგეგმილი ზომები აუცილებელია, რათა გაექცნენ საპენსიო სისტემის კრახს.

გაფიცვის შედეგები მთელ ქვეყანაში იგრძნობა. ადამიანების დიდი რაოდენობა შინ რცებოდა, სხვები კი მხოლოდ დილის საათებში მუშაობდნენ. საავტომობილო გზები ბლოკირებული იყო სან პაულოში, რიოსა და სხვა ქალაქებში.

გვიან ღამით ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მონაწილეობა მიიღეს მიტინგებსა და საპროტესტო აქციებში, რათა გამოეხატათ საკუთარი უკმაყოფილება საპენსიო რეფორმასთან მიმართებით.

მასობრივი არეულობების შედეგად, სამართალდამცავებმა აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, აქციის მონაწილეებმა კი მათ ქვების სროლით უპასუხეს.

ბრაზილიური მედიის ცნობით, არეულობების შედეგად დაიწვა 8 ავტობუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42